ცივი პლაზმა, როგორც „სტრიების“ გაუფერულების ყველაზე ეფექტური მეთოდი

რა არის ცივი პლაზმა? რა დროს არ არის რეკომენდირებული

მისი გამოყენება?

ყველაფერი პროცედურის შესახებ

„სტრია“ – ძირითადად, წონის სწრაფი მატების შედეგად წარმოქმნილი კანის ნახეთქია. კანის გაწელვის შედეგად, დაზიანებული ქსოვილების ადგილზე ხაზების სახით ნაპრალები წარმოიქმნება, რომელთაც ჯერ იისფერი, შემდეგ კი თეთრი შეფერილობა აქვთ.

როგორც წესი, „სტრიები“ ჩნდება მუცლის, თეძეობისა და საჯდომისა და მკერდის არეში. მათთან გამკლავება ხანგრძლივი პროცესია და მოთმინებას მოითხოვს.

მეთოდი, რომელზეც დღეს უნდა გესაუბროთ „ცივი პლაზმის“ სახელწოდებითაა ცნობილი.

რას გულისხმობს იგი?

მცირე პლაზმური (იონიზირებული) ენერგიის, ე.წ. სხივის გამოყენებით, აღნიშნული აპარატი, ერთის მხრივ აშრევებს კანის (ეპიდერმისის) ზედაპირულ შრეს, აცილებს მკვდარ უჯრედებს, ხოლო ამავდროულად ზრდის სამუშაო ზონაზე სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს კანის მიერ კოლაგენის წარმოქმნას. შედეგად, სწრაფდება ახალი უჯრედების რეგენერაცია, რაც იწვევს ნაპრალების (სტრიების) შევსებას. ყოველივე ამის შედეგად, „სტრია“ ვიზუალურად უფერულდება და კანი იძენს ერთგვაროვან ელფერს. ამასთან ერთად, იზრდება კანის მიერ შეწოვის (აბსორბციის) უნარი და უმჯობესდება მისი ელასტიურობა.

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა?

პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სამუშაო ზონის (სტრიების) სიგრძესა და რაოდენობაზე. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პროცედურა ხანმოკლეა და გრძელდება საშუალოდ 40 წუთიდან 90 წუთამდე.

რამდენი პროცედურაა საჭირო „სტრიების გასაუფერულებლად?

შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორებიცაა, ორგანიზმის თვითრეგენერაციის უნარი, სტრიის ხანდაზმულობა, მისი ზომა და სიხშირე.

რაც უფრო ახალია „სტრია“, მით უფრო ადვილად ემორჩილება იგი პროცედურას და პირიქით.

საშუალოდ, შეიძლება ითქვას, რომ კურსი მოიცავს 2-3 პროცედურას. პირველ შედეგებს, როგორც წესი, ვამჩნევთ პირველივე პროცედურის შემდგომ. მეორე პროცედურის შემდგომ, კოლაგენისა და ელასტინის უჯრედების წარმოქმნა მაქსიმალურ მონაცემს აღწევს. მესამე პროცედურის ჩატარება ყოველთვის აუციელებელი არ არის, თუმცა ამას ადგილზე, ექიმი აფასებს.

ვისთვის არ არის რეკომენდირებული ცივი პლაზმა, როგორც „სტრიებისგან“ განთავისუფლების მეთოდი?

ცივი პლაზმის შეზღუდვას კანის ფერი წარმოადგენს. იგი ძირითადად რეკომენდირებულია ღია ფერის კანისთვის. ძალიან მუქი ფერის კანის შემთხვევაში, სჯობს, პროცედურისგან თავი შევიკავოთ, ვინაიდან ასეთ დროს, იზრდება პოსტ-ანთებითი პროცესების განვითარების რისკი, როგორიცაა მაგალითად ჰიპერპიგმენტაცია (მუქი ლაქების გაჩენის საფრთხე).

რა ღირს პროცედურა:

პროცედურის ღირებულება დამოკიდებულია სამუშაო ზონის (სტრიის) სიგრძეზე. საშუალოდ, 1 სმ – 15 ლარი. დიდი ზონის შემთხვევაში, შესაძლებელია ინდივიდუალური ფასდაკლება.