ტანის მოვლა
კრიოლიპოლიზი
რევოლუციური სიახლე – ლიპოსკულპტურა ყინვის საშუალებით !
ყინვის დახმარებით ზედმეტი ცხიმის უსაფრთხო მოცილებამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა სხეულის კორექციის სფეროში. კრიოსკულპტურა პირველ უოპერაციო მეთოდიკად იქცა, რომელმაც უამრავ ადამიანს ტკივილის, რეაბილიტაციის პერიოდის და ქირურგიული ჩარევის გარეშე დაუბრუნა სხეულის იდეალური ფორმები.
კრიოლიპოლიზის (ლიპოსლიმი /კრიოსკულპტორი) აპარატი
ეს არის ზედმეტი ცხიმის უბნების არჩევითად მოყინვა, ანუ კრიოლიპოლიზი. შთამბეჭდავი შედეგების დამსახურებით, აპარატს მეცნიერბმა ,,სხეულის სკულპტორი“ უწოდეს – 1 სეანსის შედეგად, მოქმედების ზონა ზედმეტი ცხიმის 20-25%–ისაგან თავისუფლდება, 2-3 სეანსი პრობლემურ ზონაში 40%–მდე ცხიმის უჯრედებს მოგაცილებთ. ლიპოსლიმი თქვენს სხეულს – სრულყოფილ აღნაგობას, თქვენ კი – თავდაჯერებას გიბრუნებთ.
კრიოლიპოლიზი, უამრავი უპირატესობის გამო მსოფლიო კოსმეტიკური პროცედურების ტოპ 10–ეულში შედის !
მთავარ უპირატესობად მიიჩნევენ სხეულის მოდელირებას რეაბილიტაციის პერიოდის, ტკივილის და გვერდითი მოვლენების გარეშე. პროცედურა არ საჭიროებს გაუტკივარებას. მიღებული ეფექტი შთამბეჭდავია და ხანგრძლივად ნარჩუნდება. სპეციალისტები გვირჩევენ, კრიოლიპოლიზის მეთოდის გამოყენებას მუცლის, ფეხების, წელის, ბარძაყების და სხვა ზონებში, სადაც ლოკალურად არსებობს და რთული მოსაცილებელია ზედმეტი ცხიმოვანი ფენა. ლიპოსლიმი სტიმულს აძლევს მოქმედების ზონაში ცხიმოვანი ქსოვილის თანამიმდევრულ და წინასწარ განსაზღვრულ განლევას.
ცხიმოვანი ფენის კონტროლირებადი მოყინვის მეთოდი იდეალურია ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან მზად პლასტიკური ოპერაციებისთვის, ან ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად, ვერ ახერხებენ შეამცირონ სხეულის კონკრეტული ნაწილის გარშემოწერილობა.
აპარატი აკმაყოფილებს FDA-სმოთხოვნებს და მიღებული აქვს FDA-ს რეკომენდაცია
მეზოთერაპია
დამატებითი ინფორმაცია:
ანტიცელულიტური მეზოთერაპია:
ეს პროცედურა მიმდინარეობს ახალი თაობის ლიპოლიზური პრეპარატების გამოყენებით. ის სედგება 7-15 პროცედურისგან პრობლემიდან გამომდინარე და 10 დღიანი ინტერვალებით.
ფერიმჭამელების, ლაქებისა და პიგმენტების მოსაშორებლად გამოიყენება A, C ვიტამინებით მდიდარი კოქტეილები, და 6 პროცედურაა საჭირო, 7-10 დღიანი ინტერვალებით.
აქვს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა მეზოთერაპიას?
მეზოთერაპიას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობები. თუ გაახალგაზრდავების მიზნით კეთდება ეს პროცედურა, მაშინ იგი უნდა ჩატარდეს ასაკობრივი ცვლილებების ნიშნების გაჩენის შემდეგ (30 წლის შემდეგ). ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, თუ პაციენტს ჭირდება ანტიცელულიტური მეზოთერაპია, აკნეს და პიგმენტური ლაქების მკურნალობა, თმის ცვენის შეჩერება და ა.შ.
კონტრაცეპტივების მიღება არ წარმოადგენს მეზოთერაპიის უკუჩვენებას, თუმცა ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს ამის შესახებ, რათა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება გაითვალისწინოს.
Vacu Fit
ამერიკული წარმოების Vacu Fit-ის სავარჯიშო მოწყობილობები ცნობილია მთელ მსოფლიოში. პირველად საქართველოში, Vacu Fit-ზე ვარჯიში, ექსკლუზიურად, „Lotus Garden”-შია შესაძლებელი.
Vacu Fit აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფის ცირკულაციას, არჩევითად იმ ზონებში, სადაც დეპონირებულია ცხიმი და ვითარდება ცელულიტი. ეს ზონებია – მუცელი, ბარძაყები და დუნდულები. Vacu Fit-ზე ვარჯიშის დროს, მოწყობილობა, ავტომატურ რეჟიმში, ქმნის წინაღობას. ვაკუუმით შექმნილი წინაღობა და ინფრაწითელი სითბური ეფექტი აძლიერებს მოწყობილობის მოქმედების ეფექტურობას.
შედეგად :
- ორგანიზმში უმჯობესდება მეტაბოლური (ნივთიერებათა ცვლის) პროცესები;
- მიმდინარეობს ცხიმის სწრაფი წვა და ცელულიტის დაშლა
- ხდება სხეულის კორექცია
Vacu Fit კომპიუტერიზირებულია და ინსტრუქტორის დახმარებით, შესაძლებელია სასურველი პროგრამისა და რეჟიმის შერჩევა.
Vacu Fit-ზე ვარჯიშით (ვარჯიშის ხანგრძლივობა 30 წთ.) 4-ჯერ უფრო მეტად გამოხატული ეფექტის მიღწევაა შესაძლებელი, სტანდარტული ვარჯიშებით მიღებულ შედეგთან შედარებით.
LPG
სხეულის კორექცია LPG აპარატით
ცელლულიტის და წონაში კლების მრავალი საშუალება არსებობს, თუმცა ენგერმოლოგია (LPG-მასაჟი) ყველაზე ეფექტურად შლის ცელულიტს, ცხიმს და ახდენს მის პროფილაქტიკას. ტექნოლოგიის ეფექტურობა დამტკიცებულია 100-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში.
ახალი თაობის LPG -აპარატი აღჭურვილია ერგონომიული აპლიკატორით. კომპანიის მიერ დაპატენტებული, დამოუკიდებლად მბრუნავი გორგოლაჭები რბილად ამუშავებს კანის ქსოვილს. პაციენტს აცვია პერსონალური ენდერმო–კომბინიზონი, რომელიც ულტრაბგერას და ვაკუუმს თანაბრად ანაწილებს.
პროცედურიდან 3–4 დღეში იწყება წონაში კლება, მცირდება სხეულის გარშემოწერილობა.
ულტრაბგერა ინტენსიურად შლის ღრმა შრეებში განლაგებულ ცხიმს და ცელულიტს. ააქტიურებს სისხლის და ლიმფური სისტემის მუშაობას და ცხიმის გამოდევნის პროცესს.
ლიპომასაჟი სტიმულაციას უკეთებს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას, მასაჟის კურსის შედეგად, ახალგაზრდავდება და მკვრივდება კანი.
LPG პარატით, უმტკივნეულო და არაინვაზიური პროცედურების დროს, აქტიურდება უჯრედული ცვლა, რაც ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, კურსის დასრულების შემდეგ კი ცელულიტისგან გათავისუფლებულ ადგილებში ცხიმოვანი უჯრედების დაგროვება ნაკლებად ხდება.
პირველი პროცედურის შემდეგ ხდება ზომაში 1-3 სმ–ით კლება, ხოლო თითოეული პროცედურიდან 3-4 დღის შემდეგ, იწყება წონაში კლება
თანამედროვე LPG-აპარატი:
- შლის ცხიმოვან ფენას
- ორგანიზმიდან გამოდევნის ცელულიტს
- ამკვრივებს სხეულს
- ამცირებს გარშემოწერილობას
- ხელს უწყობს სხეულის ფორმების მოდელირებას
- გამოდევნის ტოქსინებს
მანუალური თერაპია
კლასიკური ანტიცელულიტური (მოდელირებადი) მასაჟი „ბელნატურის“ პროდუქციით
კლასიკური ანტიცელულიტური მასაჟი, ბელნატურის პროდუქციის ტანის მოდელირების ხაზის გამოყენებით, წარმოადგენს ცელულიტისგან გათავისუფლებისა და სხეულის კორექციის საუკეთესო საშუალებას. მანუალური ანტიცელულიტური მასაჟი ხელს უწყობს კანში ლიპოიდური ბორცვაკების გაქრობას ქირურგიული და აპარატული მეთოდების გამოყენების გარეშე.
ანტიცელულიტური მასაჟი პრობლემურ ზონებზე კეთდება და ინიშნება სპეციალისტის მიერ 8-15 პროცედურა პრობლემიდან გამომდინარე.
ანტიცელულიტური მასაჟის შედეგად:
უმჯობესდება მიკროცირკულაცია, რაც, დროთა განმავლობაში, უზრუნველყოფს პრობლემურ ზონებში ცელულიტის დარბილებას და შემდგომ მის შემცირებას. „ბელნატურის“ ტანის მოდელირების ხაზის პროდუქცია ზემოქმედებს უშუალოდ ცხიმოვანი უჯრედების გროვებზე და იწვევს მათ რღვევას. ხოლო პროდუქციის კომპონენტები აგრეთვე უზრუნველყოფენ პრობლემურ ზონებში დარღვეული კოლაგენისა და ელასტინის სტრუქტურის აღდგენას, რაც კანს უბრუნებს ჯანსაღ იერს, ტურგორს, სიმკვრივეს, წელვადობასა და ელასტიურობას.
გამომდინარე იქედან, რომ ცელულიტის განვითარების ზონებში ლიმფის დინება შეზღუდულია და ლოკალურ შეშუპებასაც აქვს ადგილი, ანტიცელულიტური მასაჟის დროს ლიმფოდრენაჟი ხელს უწყობს ამ შეშუპების მოხსნას, გათხევადებული ცხიმის, შლაკებისა და ტოქსინების (ცელულიტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი) გამოდევნას პრობლემური ზონებიდან.
ანტიცელულიტური მასაჟი შესაძლებელია გაკეთდეს ანტიცელულიტური შეფუთვებითაც:
„ლოტუსში“ ანტიცელულიტური შეფუთვისთვის გამოიყენება „ბელნატურის“ ჯინჯერის ტალახი.
ეს არის თვითთბობადი შეფუთვა სპეციების თანხლებით. ჯინჯერის ტალახი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას პრობლემურ, თერაპიით ზემოქმედების ზონებში, ააქტივებს ლიპოლიზის-ცხიმოვანი უჯრედების დაშლის- პროცესს, ხოლო სპეციების ზემოქმედებით ძლერდება ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნა.ჯინჯერის ტალახით შეფუთვამდე სპეციალისტი ამუშავებს სამოქმედო ზონას „ბელნატურის“ სკრაბით, კანის ზედაპირიდან აშორებს ეპიდერმისის გარქოვანებულ, მკვდარ უჯრედებს და ამით ზრდის ჯინჯერის ტალახის მოქმედების ეფექტურობას. გარდა ანტიცელულიტური ზემოქმედებისა, პირველივე პროცედურის შემდეგ პაციენტი სამოქმედო ზონებში გრძნობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, გაჯანსაღებას.
შოკოლადის მასაჟი
შოკოლადი არამარტო გემრიელი და არომატული პროდუქტია. დადგენილია და გამოკვლეულია მისი გამოყენების ეფექტურობა კოსმეტოლოგიაში, რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში ისეთი ნივთიერებების არსებობა, რომლებიც დადებითად ზემოქმედებენ კანის სტრუქტურაზე. შოკოლადის მასაჟის პროცედურა ხსნის სტრესს, ხელს უწყობს ძალების აღდგენას, აახალგაზრდავებს, ჭიმავს და წმენდს კანს, ამცირებს პიგმენტურ ლაქებსა და გამონაყარს. მასში კოფეინის შემცველობა განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას, ეს კი ხელს უწყობს წონაში კლებასაც. ამ პროცედურის შემდეგ პაციენტი პოზიტიურ გუნებ-განწყობაზე დგება.
ანტისტრესი
მასაჟების ეს სახეობა გამოიყენება როგორც სტრესის მოხსნისა და მოდუნების საუკეთესო საშუალება. ეს პროცედურა აუცილებლად მოიცავს თავისა და კისრის ზონის მასაჟს, რაც კარგად მოქმედებს პაციენტის საერთო განწყობასა და სისხლის მიმოქცევაზე. უმჯობესდება თავის ტვინის კვება, ოქსიგენაცია, იხსნება თავის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება.
თქვენი სურვილისამებრ ეს პროცედურა შეიძლება ჩატარებულ იქნეს ზურგსა და სხეულის სხვა ნაწილებში, რაც აქტიურად ეხმარება გადაღლილობის მოხსნასა და გონებრივი შესაძლებლობების აღდგენაში. ხანგრძლივობა-60-90 წთ
სპორტული მასაჟი
სპორტული მასაჟი მიმართულია კუნთების მუშაობის აქტივაციისკენ, კუნთების ტონუსის და ელასტიურობის გაუმჯობესებისკენ. სპორტული მასაჟი შეიძლება გამოიყენოთ ფიზიკური შესაძლებლობების სრულყოფისთვის ფიზიკურ დატვირთვამდე ან შემდეგ. ხანგრძლივობა-30-60-90 წთ
არომათერაპიული მასაჟი
მასაჟების ტანის „ატმოსფერული“ მოვლის სახეობას წარმოადგენს. ამ დროს თქვენი კანი იღებს მაქსიმალურ დატენიანებასა და ტონიზაციას. ამისთვის გამოიყენება „ბელნატურის“ არომათერაპიის ხაზის პროდუქცია, რომლის არომატული ზეთები ზემოქმედებას ახდენენ მგრძნობელობის სისტემებზე და ხდება სიამოვნების მომგვრელი ჰორმონების (ენდორფინები) გადმოსროლა ადამიანის ორგანიზმში. ეს თავის მხრივ აძლიერებს რელაქსაციას. ხანგრძლივობა-30-60-90 წთ
კლასიკური საერთო მასაჟი
საერთო მასაჟი ადუნებს კუნთებს და ატონიზირებს, უმჯობესდება კანის კვება და ტურგორი. სტიმულირდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, შედეგად ორგანიზმში რეგენერაციული პროცესები აქტიურდება. კლასიკური მასაჟი აგარიდებთ თავიდან სისხლის შეგუბებას, რაც წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების მიზეზს. ეს მასაჟი შეიძლება განხილული იქნეს როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკურ-სამკურნალო პროცედურა. ამაღლებს იმუნიტეტს.
საერთო მასაჟი ხსნის დაძაბულობას და სტრესს. ცნობილია, რომ დაძაბულობა ყველაზე მეტად კუნთების გამკვრივებას და მათი დაჭიმულობის მატებას იწვევს. კუნთის ქსოვილი კარგავს ელასტიურობას და პალპაციით იგრძნობა მათი სიმკვრივის მატება-კუნთი ქვასავით მაგარი ხდება. ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ გესაჭიროებათ კლასიკური საერთო მასაჟის პროცედურების ჩატარება. ხანგრძლივობა-30-60-90 წთ
ლიმფოდრენაჟი
- ეს არის მასაჟების სამკურნალო სახეობა და მის ეფექტებს წარმოადგენენ:
- საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება
- ცელულიტის წარმოქმნის პროფილაქტიკა
- მასტოპათიის მკურნალობა
- ვენების დაავადების მკურნალობა
- კანის, კუნთებისა და ქსოვილების მდგომარეობის გაუმჯობესება
ლიმფოდრენაჟი შეიძლება ჩატარდეს როგორც ანტიცელულიტური მასაჟის შემდეგ, ასევე ცალკეც. ხანგრძლივობა-30-60 წთ