Lotus
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროცედურები
    • სახის მოვლა
    • ტანის მოვლა
    • ლაზერული ეპილაცია
    • სოლარიუმი და დაფერვა
    • ფიტნესი
    • პილატესი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Lotus
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროცედურები
    • სახის მოვლა
    • ტანის მოვლა
    • ლაზერული ეპილაცია
    • სოლარიუმი და დაფერვა
    • ფიტნესი
    • პილატესი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • LANGUAGE:
  • Georgianka
  • Englishen
  • GeorgianKA
  • EnglishEN
Facebook Youtube
Lotus

სახის მოვლა

ეგზოსომა

ინოვაცია თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში : ეგზოსომები!
რა არის ეგზოსომა?
ეგზოსომა – ეს არის მცირე მოლეკულური ზომის მქონე უჯრედგარე ნივთიერება (30-დან 150 ნმ დიამეტრის), რომლებიც წარმოიქმნება უჯრედების ენდოსომური სისტემიდან და გადამწყვეტ როლს ასრულებს უჯრედშორის კომუნიკაციაში.
აღნიშნული ნივთიერება, დერმატოლოგთა ყურადღების ქვეშ მისი ძლიერი რეგენერაციული (აღდენითი) უნარის გამო მოხვდა.
ეგზოსომები შეიცავს ზრდის ფაქტორებს და სხვა ბიოაქტიურ მოლეკულებს, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ უჯრედების რეგენერაციას და ქსოვილების აღდგენას.
ეგზოსომებს შეუძლიათ კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულირება, რაც აუცილებელია კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის შესანარჩუნებლად.
ეფექტი არის ძლიერი და რაც მთავარია ხანგრძლივი!
მაღალეფექტური ინოვაციური პრეპარატი ეგზოსომა გამოიყენება შემდეგი მიზნით:
☑️კანის ხარისხის გაუმჯობესება
☑️კანის აღდგენა უჯრედულ დონეზე
☑️აკნე/პოსტაკნე/ნაწიბურები
☑️კანის ფერის გაუმჯობესება
☑️ასაკსაწინააღმდეგო მოქმედება
☑️სებორეგულირება
☑️ატოპიური დერმატიტი
☑️კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენა
2-3 პროცედურა 2 კვირიანი ინტერვალით!

აპტოსის ძაფები

აპტოს ძაფებით სახის კანის დაჭიმვა არის მცირე ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება კომპანია Aptos-ის მიერ წარმოებული კოსმეტიკური ძაფები. 
რატომ აპტოსის ძაფები?

1.გააჩნია ძლიერი დაჭიმვის ანუ ლიფტინგის ეფექტი;
2. აქვს ბიორევიტალიზაციის ეფექტი.


ეს იმას ნიშნავს რომ გარდა სახის კანის დაჭიმვისა, ძაფები გაწოვის პროცესში იწყებენ შემადგენელ კომპონენტებად დაშლას რაც ხელს უწყობს ქსოვილის ხარისხის გაუმჯობესებას შიგნიდან, ასტიმულირებს უჯრედებს და ხელს უწყობს მათ მიერ კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია სახის კანის ჯანმრთელობისათვის და გაახალგაზრდავებისათვის.

შედეფი შენარჩუნებულია 1,5 წლიდან 2 წლამდე. პროცედურის განმეორება შესაძლებელია ამ ვადის გასვლის შემდეგ. 

პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარების პირობებში;

არ მოითხოვს განაკვეთის გაკეთებას კანზე და ძაფების მოთავსება ქსოვილებში ხდება ერთი ნემსის ნაჩხვლეტიდან, შესაბამისად პროცედურის შემდეგ კანზე არ რჩება ნაწიბურები! 

პროცედურის ხანგრძლივობა 10 წუთია.

 

ულთერაპია

ულთერაპია უკვე 16 წელია გამოიყენება სამედიცინო მიზნებისათვის, თუმცა ესთეტიკურ სივრცეში ის 2004 წლიდან დაინერგა. 2 წლის შემდეგ დაიწყო ვრცელი და დეტალური კლინიკური კვლევები. შედეგად, ულთერაპიამ სახელი მოიხვეჭა, როგორც ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურმა არაინვაზიურმა კოსმეტოლოგიურმა ტექნოლოგიამ.   2012 წელს, აპარატს მიენიჭა FDA სერტიფიკატი, როგორც ყველაზე ეფექტურ არაინვაზიურ მეთოდს სახის, ყელის (ღაბაბის)და დეკოლტეს ლიფტინგისათვის. დღევანდელი შედეგებით, პროცედურა ჩაიტარა მილიონზე მეტმა პაციენტმა და მათ აღენიშნებათ დადებითი ეფექტი ნაოჭების გასწორების და კანის გადაჭიმვის მხრივ. ულთერაპია ეს არის სახის, ყელის და დეკოლტეს უალხესი არაინვაზიური სამკურნალო თერაპია, რომელიც ულტრაბგერის საშუალებით ებრძვის მოდუნებულ კანს, ახდენს მის ლიფტინგს. შედეგად ხდება:
  • კანის გადაჭიმვა – სახის, ყელის და დეკოლტეს ზონებზე
  • ოვალის გამოკვეთა
  • ნაოჭების გასწორება
  • ასაკთან და დროსთან ერთან, ორგანიზმიდან  ხდება კოლაგენის განლევა – კანი დუნდება. გრავიტაცია ხელს უწყობს მის ქვევით დაშვებას და შედეგად, ვიღებთ მოდუნებულ სახის ოვალს, მოშვებულ ღაბაბს, ნაოჭებს… ჩნდება  პლასტიკური ქირურგიის საჭიროება
  • ულთერაპია ერთადერთი საშუალებაა, რომელიც მიზანშეწონილია იმ პაციენტთათვის, რომელთა კანის მდგომარეობაც სჭირებს ქირურგიული ჩარევას. ერთი გამონაკლისით – ამ შემთხვევაში ჩარევა არაინვაზიურია, არ იწვევს არავითარ ზიანს, კანის ზედაპირი რჩება ხელშეუხებელი.
  •  ულთერაპია ასტიმულირებს კანის იმ კონკრეტულ შრეებს, რომლებიც საჭიროებენ ზემოქმედებას, ახდენს კოლაგენის სინთეზს, ეს უკანასკნელი კი ბუნებრივი ცილაა და სწორედ ის არის პასუხისმეგებელი ჩვენი კანის ახალგაზდრობასა და სიმკვრივეზე.
ულთერაპია არ აღრვევს ორგანიზმის ბუნებრივ მდგომრაეობას, ამიტომ ეფექტი მაქსიმალურად ნატურალურია.
  • აუცილებლად აღსანიშნავია ულთერაპიის კიდევ ერთი უპირატესობა : 
  • პაციენტი საჭიროებს მხოლოდ 1 პროცედურას. ეფექტი კი 2-3 წლამდე ნარჩუნდება
  • *თუმცა არის ინდივიდუალური შემთხვევები (ბიოლოგიური განწყობა ულტრაბგერის მიმართ და კოლაგენის ბინებრივისინთეზის სიჩქარე), როცა პროცედურა 3-4 თვის შემდეგ საჭიროებს მეორედ გამეორებას.
ღირებულება:
  • სახე, ყელი, დეკოლტე – 1200 ლარი
  • მთლიანი სახე – 650 ლარი
  • დეკოლტე – 300 ლარი
  • ყელი – 200 ლარი
*კონსულტაცია ექიმთან უფასოა როგორ მუშაობს ულთერაპია ? ულთერაპია  – FDA-ის მიერ რეკომენდებული არაინვაზიური პროცედურა, რომელიც ულტრაბგერის საშუალებით ახდენს კოლაგენის სინთეზს. კანის ღრმა შრეში ხორციელდება ულტრაბგერის მართვადი ენერგიის ფოკუსირება, შედეგად აღდგება კოლაგენის მარაგი და იწყება კანის გაახალგაზრდავების ბუნებრივი პროცესი. აქვს თუ არა პროცედურას გვერდითი მოვლენები ? ულთერაპია ჩატრებულ პროცედურას არ აღენიშნება გვერდითი მოვლენები. თერაპია აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან აპარატი ზუსტად განსაზღვარვს ულტრაბგერის ზემოქმედების სიღრმეს, კონკრეტულ ზონაზე . მტკივნეულია თუ არა პროცედურა ? პროცედურა შეიძლება ითქვას რომ უმტკივნეულოა – სამოქმედო ენერგიის რეგულირება ხდება პაციენტის შეგრძნების მიხედვით, ექიმის მიერ. მცირედი დაჭიმულობა, დასაშვებია. რამდენი ხანი გრელდება პროცედურა ? პროცედურა გრძელდება 45 – 90 წუთი, დამოკიდებულია დასამუშავებელ ზონაზე და ჩვენებაზე. რამდენ ხანში დგება შედეგი ? შედეგი შესამჩნევია პროცედურის დასრულებისთანავე, თუმცა მეთოდს ახასიათებს გამყოლი ზემოქმედება და საბოლოო შედეგი 1-2 თვეში ვლინდება. რამდენი ხანი ნარჩუნდება ეფექტი ? ეფექტი ნარჩუნდება 2-3 წლამდე. აქვს თუ არა პროცედურას რეაბილიტაციის პერიოდი ? პაციენტი არ საჭიროებს სპეციალურ სარეაბილიტაციო პერიოდს და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს, პროცედურის დასრულებისთანავე.

RF ლიფტინგი

RF ლიფტინგი ელექტრული ველის მოქმედებაა კანსა და კანქვეშა ქსოვილებზე. პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. პროცედურის საშუალებით ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა (ლიფტინგი) უოპერაციოდ, ხანგრძლივმომქმედი ეფექტით. კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით, რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზეც, ახდენს კოლაგენის სინთეზის გააქტიურებას და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვან შემცირებას, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოების დაჭიმვას, ფიბროზული ქსოვილის ალაგებას. შედეგად, იმატებს კანის ტონუსი, იგი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური .
  • ალაგებს მცირე და საშუალო ზომის ნაოჭებს
  • ასწორებს „ფორთოხლის“ და მოდუნებულ კანს
  • აუმჯობესებს კანის ფერსა და სტრუქტურას
RF ლიფტინგის ჩვენებებია: მოშვებული, დაბერებული, გამომშრალი კანი, სტრიები, ნაოჭები, ცელულიტი. * პირველი შედეგი ვლინდება მომენტალურად და შემდეგ თანდათან ძლიერდება. საბოლოო შედეგი მკრუნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ დგება და ეფექტურობას ინარჩუნებს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.

პილინგი

ლოტუსში“ ტარდება ორგვარი პილინგი: ქიმიური და მექანიკური. პილინგის დროს ხდება კანის ზედაპირული შრის ხელოვნური დაზიანება. შედეგად, ხდება სიცოცხლისუნარმოკლებული უჯრედების აშრევება და მათი ახლით შეცვლა. „ლოტუსში“ ქიმიური პილინგისთვის გამოიყენება ფრანგული წარმოების პრეპარატი. ამ მეთოდს იყენებენ ისეთი დაავადებებისა და კანის დაზიანების დროს, როგორებიცაა აკნე, ფოტოდაბერება, კერატომები, წვრილი ნაოჭები, ზედაპირული ნაწიბურები, დიდი ზომის ფორები, ჭორფლი და სხვა. შედეგად, ხდება ატროფიული ნაწიბურების მოცილება, ღრმა ნაოჭების გასწორება. კანის ზედაპირი ხდება გადაჭიმული და მიღებული ეფექტის შენარჩუნება 5-8 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. მექანიკური პილინგი (მიკროდერმაბრაზია) ამ დროს ხდება ალუმინის ოქსიდის მცირე ზომის კრისტალებიs კანზე დატანა წნევის ქვეშ. ისინი ახდენენ კანის ეპითელიუმის რეგენერაციის სტიმულირებას. მიკროდერმაბრაზია გავლენას ახდენს კანქვეშა ქსოვილზე, ააქტივებს კანქვეშა შრეების ცხოველქმედებას. დერმაბრაზიის მეშვეობით ხდება კანის ზედაპირის გასწორება, სისხლმომარაგების, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულაცია, კანის საერთო ტონუსი მატულობს, ის ხდება მეტად მკვრივი, გლუვი, სწორდება ნაოჭები და გამონაყარის შემდგომი ნაწიბურები კანზე.

პლაზმოლიფტინგი

კანის გაახალგაზრდავების ეს უნიკალური მეთოდი ემყარება პაციენტის პლაზმის გამოყენებას.  პროცედურის ჩატარების შემდეგ შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები იწყებენ კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს. პლაზმოლიფტინგის დროს, რეალურად, ხდება კანის გაახალგაზრდავება და აქვს ხანგრძლივმოქმედი ლიფტინგის ეფექტი (1.5-2წლით).
  • არ იწვევს ალერგიული რეაქციებს
  • ახასიათებს მაღალი ეფექტურობა
  • არ ახდენს კუნთების ბლოკირებას მოქმედების არეში
უნემსო მეზოთერაპიის დროს ფრთხილად შეგვყავს ბუნებრივი მეზოთერაპიის სითხე სამკურნალო ადგილებში და ქსოვილებში. მეზოთერაპიული პრეპარატები წარმოადგენენ მინერალური ნივთიერებების, ვიტამინებისა და ამინომჟავების ნარევს-კოქტეილს, რომელიც შერჩეულია პროცედურის ჩატარების ჩვენებების შესაბამისად. ხდება სახის კანის ლიფტინგი, ასწორებს თვალის კუთხესთან არსებულ ნაოჭებს, ჭიმავს კანს.

ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია ქირურგიული ჩარევის გარეშე, ბუნებრივი ჰიალურონის მჟავას შეყვანის მეშვეობით, კანის გაახალგაზრდავების მეთოდია. ბიორევიტალიზაციის დროს ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ბიო პრეპარატის შეყვანა (ჰიალურონის მჟავა) კანის ეპიდერმისის შუა შრეში. როცა ავად ხართ, უძილო, ან დაღლილი, ჰიალურონის მჟავა ნადგურდება და თქვენი კანი ცუდად გამოიყურება: იგი ფერმკრთალი და მოშვებულია, ჩნდება შავი წრეები თვალებს ქვეშ, იკვეთება ნაოჭები… მოსვენებით მდგომარეობაში, იზრდება ჰიალურონის მჟავას სინთეზი და კანი მკვრივი და ნაზი ხდება. საშუალოდ, 30 წლამდე, ადამიანის კანის უჯრედებში, ჰიალურონის მჟავას შემცველობა, მეტ-ნაკლებად, სტაბილურია. 30 წელს ზემოთ, იწყება ჰიალურონის რაოდენობის კლება. დასვენება და ძილი, უკვე, სასურველ ეფექტს აღარ იძლევა. ასეთ დროს, ბიორევიტალიზაცია ყველაზე კარგი საშუალებაა. მისი საშალებით ხდება კანის გამოცოცხლება ბიოლოგიური მეთოდებით. ბიორევიტალიზაცია კანის ნებისმიერ იმ უბანზე ტარდება, რომელიც გაახალგაზრდავებას საჭიროებს. როგორც წესი, ეს უბნებია: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევანი – მათ ყველაზე ხშირად აქვთ ულტრაიისფერ სხვივებთან შეხება, შედეგად მცირდება ტონუსი და ელასტიურობა. ბიორევიტალიზაციის შედეგად მიიღწევა:
  • ღრმა დატენიანება
  • კანის ელასტიურობის აღდგენა
  • ლიფტინგი
  •  ნაოჭების შევსება
  • კანის სტრუქტურის გაახალგაზრდავება
პროცედურის შედეგად კანის უჯრედები სტიმულირდებიან და მუშაობას ახალგაზრდა რეჟიმში განაგრძობენ.

ფილერი

ფილერი ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპრატია (ინგ. filler – შემავსებელი). ფილერის საშუალებით, შესაძლებელია ღრმა ნაოჭების ამოვსება და ვიზუალურად მათი გაქრობა (მაგ.: ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, წარბებს შორის ნაოჭი, შუბლის ნაოჭი, თვალის ირგვლივი ნაოჭები…). ფილერი, ასევე გამოიყენება მოცულობითი ეფექტის მისაღებად ტუჩის, ყვრიმალის, ნიკაპის მიდამოში, სახის ოვალის კორექციისთვის, ტუჩის კუთხის, თვალის კუთხის და წარბის ასაწევად; ქვედა ქუთუთოს კორექციისთვის. გარდა შემავსებლის ფუნქციისა, ჰიალურონის მჟავა იწვევს წყლის შეკავებს და კოლაგენის გამომუშავების გააქტიურებას, შესაბამისად კანი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ტენიანი და ელასტიური, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი რჩება. ეფექტი დგება მომენტალურად და დროთა განმვლობაში შესაძლებელია პრეპარატის დამატება ეფექტის გაძლიერების მიზნით. *ფილერის შეყვანისთვის სასურველია კანი იყოს მომზადებული – დატენიანებული, რათა მისი ეფექტი ხანგრძლივად შენარჩუნდეს. ეფექტი ხანგრძლივობა საშუალოდ 12-14 თვეა – ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შერჩეულ პრეპარტზე.

ბოტოქსი

ისტორიული ფაქტები: გასული საუკინის, 80-იან წლებში, ბოტოქსი ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში გამოიყენებოდა. მისი გამაახალგაზრდავებელი თვისებების აღმოჩენა შემთხევით მოხდა – პაციენტებს, გვერდით მოვლენად, აღენიშნებოდათ თვალის ირგვლივ, ცხვირ-ტუჩისა და შუბლის არეში ნაოჭების ბუნებრივი გასწორება… ამის შემდეგ, ბოტოქსის ინექცია კიდევ უფრო დაიხვეწა და დღეს, თანამედროვე კოსმეტოლოგიის განუყრელ ნაწილად იქცა. როგორ მოქმედებს: პრობლემურ ზონებში (მიმიკური ნაოჭების ადგილები) ხდება ბოტოქსის ინექციის გზით შეყვანა. ეს კი,  დროებით (6-12 თვე), მიმიკური კუნთების მოდუნებას და ნაოჭების ბუნებრივ გასწორებას იწვევს. გარდა ამისა, ბოტოქსი გამოიყენება ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობა) დროსაც. ბოტოქსი გამოიყენება შემდეგ პრობლემ ზონებზე, ნაოჭების ასალაგებლად:
  • შუბლი (ე.წ. გოფრე)
  • წარბებს შორის (ე.წ. “მრისხანების ნაოჭი”)
  • ზედა ტუჩისა და ცხვირ-ტუჩის მიდამო
  • თვალის ირგვლივ

ფრაქციული ლაზერი

დაბერებასთან ბრძოლის რევოლუციური ტექნოლოგია ლაზერული ტექნოლოგია FRAXEL – ეს არის რევოლუცია აპარატურულ კოსმეტოლოგიაში. ფრაქციული ლაზერი არაინვაზიური და უსაფრთხო კოსმეტიკური პროცედურაა, რომელიც ებრძვის კანის დაბერებას. FRAXEL ეს არის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდი, რომელიც გამორიცხავს ასაკობრივ, თუ სხვა კოსმეტიკურ დეფექტებს, და სრულად უბრუნებს კანს ახალგაზრდულ იერს! ფრაქციული ლაზერის ზემოქმედებით, იწყება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება, ხდება კანის ახალი უჯრედების ფორმირება. ლაზერის უწვრილესი სხივი პროცედურას მაქსიმალურად უსაფრთხოსა და უმტკივნეულოს ხდის. შედეგიც, პრაქტიკულად, მალევე შესამჩნევია – სულ რაღაც 4 სეანსის შემდეგ კანი 10-15 წლით ახალგაზრდავდება! ფრაქციული ლაზერით სარგებლობის ჩვენებები:
  • კანის დაბერების ნიშნები
  • პიგმენტური ლაქები
  • თვალის ირგვლივი შეშუპებები (ე.წ. «თიაქარი»)
  • ღრმადამიმიკურინაოჭები
  • მელაზმა
  • პოსტტრამვული და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები
  • სტრიები
  • აკნეს და სხვა ანთებითი დაავადებების (ჩუტყვავილა და სხვ.) შემდგომი ნაწიბურები
ფრაქციული ლაზერი – ტრავმატული პროცედურების უახლესი ალტერნატივა FRAXEL ეფექტური, მაგრამ უსაფრთხო პროცედურაა. მისი უწვრილესი სხივი საშუალებას იძლევა მანიპულაცია კანის უფრო ღრმა(1,5 მმ.) ფენაში მოხდეს, ვიდრე ეს ტრადიციული ლაზერული პილინგის დროსაა შესაძლებელი. ფრაქციული ლაზერის სხივი, თვითონ პოულობს კანის ქვეშ არსებულ დაბერებულ კოლაგენსა და ელასტინს, რის შემდეგაც აღმოფხვრის მას. საპასუხოდ, ორგანიზმი რთავს აღდგენით ფუნქციას, და იწყება რეგენერაცია – წარმოიქმნება ახალი, უდეფექტო კანი. აღდგენის პროცესიც სწრაფად მიმდინარეობს, ხოლო თავად პროცედურა უსაფრთხოა.                                  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Fraxel  ანადგურებს ძველ უჯრედებს და რთავს ორგანისმის ბუნერვივი გაახალგაზრდავების პროცესს. ფრაქციული ლაზერის უპირატესობები:
  • კანის შესამჩნევი გაუმჯობესება
  • კანის განახლება უჯრედულ დონეზე, ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების ხარჯზე
  • კოსმეტიკური დეფექტების აღმოფხვრა, მათ შორის ძლიერი პიგმენტაციის
  • შეიძლება გამოყენებულ იქნას სხეულის ნებისმიერ ნაწილზე (სახის, კისრის, გულმკერდის, ზურგის არეში, და ა.შ.)
  • ტექნოლოგია რეკომენდებულია ყველა ტიპისა და ფერის კანისთვის
  • პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ძალია ნთხელ და მგრძნობიარე კანზეც კი
  • სწრაფი რეაბილიტაცია
  • მინიმალური დისკომფორტი
  • მაქსიმალურად შესამჩნევი ეფექტი!
ფრაქციული ლაზერის კურსი დრო და ხანგრძლივობა, რომელიც დასჭირდება სპეციალისტს პროცედურის ჩასატარებლად, სრულად არის დამოკიდებული არსებულ პრობლემაზე – თუ რა ხასიათისაა კანზე არსებული დეფექტი და რა ფართობისაა ის. მაგ: მსუბუქი პრობლემის შემთხვევაში, საშუალოდ, 20-40 წუთი საკმარისი დროა. როგორც წესი, კანის ეფექტურ და სრულ გაახალგაზრდავებას 3-4 პროცედურა სჭირდება. სეანსებს შორის რეკომენდებული ინტერვალი ერთი თვეა. პროცედურის შემდეგ, სასურველია მოვერიდოთ მზის სხივებს. მაკიაჟის დატანა სახეზე მეორე დღიდანვეა შესაძლებელი. FRAXEL ლაზერისპროცედურებისკურსი, თქვენს კანს,ახალგაზრდობას და ჯანსახ ფერს დაუბრუნებს – სახე უფრო მკვეთრ კონტურებს და თანაბარ რელიეფს შეიძენს.  

კარბონული პილინგი

ანის სტრუქტურისგაუმჯობესების უნივერსალური მეთოდი კარბონის ლაზერული პილინგი უმტკივნეულო და ეფექტური ინოვაციური კოსმეტიკური პროცედურაა. ის აქრობს კანის პრობლემის გამომწვევ მიზეზს,  და არა სიმპტომებს. მსოფლიოს წამყვანმა კოსმეტოლოგებმა, კარბონის პილინგს, ნამდვილი პანაცეა უწოდეს !  ის იდეალურად უხდება როგოც პრობლემური კანის (აკნე) მქონე მოზარდებს,  ასევე მოზრდილებს, რომლებიც ზრუნავენ  კანის ახალგაზრდობისადა სიმკვრივის დიდხანს შენარჩუნებაზე. კარბონის პილინგი, მისაღებია ნორმალური კანისთვისაც – პროცედურის შემდეგ ის სიმკვრივეს, თანაბარ რელიეფს და ერთგვაროვან – ბრწყინვალე ფერს იძენს. სხვა პილინგებისგან განსხვავებით, კარბონის პილინგის უპირატესობა გახლავთ ის, რომ მისი გაკეთება წლის ნებისმიერ დროს, ყველაზე ცხელ ზაფხულშიც კი შეიძლება!  კარბონის ლაზერული პილინგით სარგებლობის უპირატესობები:
  • ასწორებს ნაოჭებს
  • ამკვრივებს და აახალგაზრდავებს კანს
  • ხსნის სიწითლეს და გამონაყარს, როგორც სახეზე, ასევე – ტანზე
  • ავიწროებს ფორებს
  • აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს
  • აუმჯობესებს კანის ფერს
  • კურნავს აკნესა და პოსტაკნეს შედეგებს
  • ააქტიურებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას
  • არეგულირებს ლიპიდური ცვილისა და ცხიმის გამოყოფას
კარბონის ლაზერული პილინგი – პილინგის ინოვაციური ტექნოლოგია კარბონის ლაზერული პილინგის  განსაკუთრებული ეფექტურობის საიდუმლო, ახალი ტექნოლოგიური მიღწევებია  –  ლაზერის და ფოტოგაახალგაზრდავების შეთავსება. კარბონის პილინგის შედეგები, განსაკუთრებით თვალსაჩინო მას შემდეგ გახდა, რაცკოსმეტოლოგებმა ნახშირბადის ნანოგელის გამოყენება დაიწყეს. კარბონის პილინგი ნეოდიმურილაზერით სრულდება. პროცედურა 2 ეტაპიანია:
  1. სახისკანი, სპეციალური ნანოგელით იფარება და ლაზერული მსუბუქი პილინგი კანს გარქოვანებულფენას აცილებს; შემდეგ  იწყება ბრაშინგი, რამ კანი გათავისუფლდეს გაღიზიანების, სიწითლისა და მკვდარი უჯრედებისგან.
  2. ხორციელდება ფოტოთერმოლიზი, ლაზერული იმპულსების საშუალებით  . კონტროლირებადი ღრმა გათბობის შედეგად, დერმა ელასტინის და კოლაგენისგამომუშავებას იწყებს. ასე იწყება გაახალგაზრდავების პროცეს.ცვლილებას კანზე, პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ, ეფექტი კი დროთა მანძილზე იზრდება.
პროცედურა გრძელდება 20–30 წთ;  კურსი 5 სეანსისგან შედგება, თუმცა ზუსტ რაოდენობას სპეციალისტი ინდივიდუალურად დაგინიშნავთ.

კონტურული მაკიაჟი

კონტურული / პერმანენტული მაკიაჟი 30-60 წუთის განმავლობაში. კონტურული მაკიაჟის გაკეთებისას, კანი მუშავდება მიკროსკოპიულად. სპეციალური წვრილი ნემსების საშუალებით, ხდება უსაფრთხო მცენარეული საღებავის შეყვანა ეპიდერმისის მეორე შრემდე, სადაც არ არის განლაგებული კაპილარები. * პროცედურა 30-60 წუთს გრძელდება (გამომდინარე ზონიდან და დავალების სირთულიდან). 4 კვირის შემდეგ  შემდეგ საჭიროებს კორექციის ჩატარებას.  ეფექტი ნარჩუნდება 1-2 წლის მანძილზე, ზოგიერთ შემთხვევაში – უფრო დიდი ხნით. კონტურული / პერმანენტული მაკიაჟის  შესაძლებლობები:
  • ტუჩების, წარბებისა და თვალების ასიმეტრიის გამოსწორება
  • ტუჩების მოცულობის გაზრდა, ფერისა და ფორმის შეცვლა, კონტურის გამოკვეთა
  • წარბების ფორმისა და ფერის კორექცია
  • ქუთუთოების ფორმის კორექცია და ხშირი წამწამების ეფექტის შექმნა
ღეროვანი ტატუაჟი – იდეალური წარბების საიდუმლო ! წარბების ღეროვანი ტატუაჟი  ტატუაჟი (პერმანენტული მაკიაჟი) წარბის კორექციის მეთოდია, რომლის დროსაც, ეპიდერმისის ზედა შრეში ხდება მინერალური ან მცენარეული შემადგენლობის პიგმენტის (საღებავის) შეყვანა. დღეისათვის, ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მეთოდს ღეროვანი ტატუაჟი წარმოადგენს, რომლის დროსაც სპეციალისტს, წარბის თითოეული ღერის გამოყვანა და დახატავა უწევს. ეფექტი ძალიან შთამბეჭდავია – მაქსიმალურად ბუნებრივი ვიზუალის წარბები. ღეროვანი ტატუაჟის მეთოდები ღეროვანი ტატუაჟის შესრულების 2 მეთოდი არსებობს: ევროპული და აღმოსავლური. ევროპული მეთოდით დახატული წარბები ძალიან ბუნებრივად და ელეგანტურად გამოიყურება. ტატუაჟი პატარა შტრიხებით კეთდება, და წარბის თითოეული ღერი დაახლოებით ერთი და იგივე სისქის და სიგრძისა (0,5 – 1 სმ.), ამასთან, ყველა დახატული ღერი მიმართულია მაღლა. ევროპული მეთოდით შესრულებულ ტატუაჟს ლამაზად დავარცხნილი წარბების ეფექტი აქვს, რაზედაც ძალიან ბევრი ქალი ოცნებობს. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ, წარბების კორექცია 10 თვეში ერთხელაა მიზანშეწონილი. აღმოსავლური მეთოდი, ევროპულთან შედარებით, უფრო რთული შესასრულებელია. სამაგიეროდ, ძალიან გაგიჭირდებათ დახატული წარბების ნადმვილისგან გარჩევა. რაში მდგომარეობს ტექნიკა? წარბის თითოეული ღერი (ისევე როგორც ევროპული მეთოდის დროს) მკაცრად ზევითაა მიმართული, თუმცა აი ღერების სიგრძე ვარირებს და სხვადასხვა სიგრძისაა – ზოგიერთი შტრიხი, საერთო ფონიდან სპეცილაურად გადმოცდენილად იხატება, რომ წარბს კიდევ უფრო მეტად ბუნებრივი იერი ჰქონდეს. მხოლოდ გამოცდილი ტავლი მიხვდება, რომ წარბი ტატუაჟითაა შესრულებული. აღმოსავლურ ტატუაჟს უფრო ხანგრძლივი ეგექტი ახასიატებს და მისი კორექცია წელიწადში ერთხელაა რეკომენდებული. ღეროვანი ტატუაჟის უპირატესობები ღეროვანი ტატუაჟის დახმარებით შესაძლებელია კოსმეტიკური და ესთეტიკური პრობლემების მოგვარება. ზოგადად, წარბი, სახის ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხია. მისი სიხშირე, ან სიმეჩხრე ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის საერთო ვიზულაში, და შეუძლია რადიკალურად შეცვალოს გარეგნობა. სახლის პირობებში,  წარბების პინცეტით ხშირი ამოპუტვის შედეგად, ტრამვირებული თმის ღერები უფრო სუსტი და უსიცოცხლოა. ხშირად, ქალბატონებს უნდათ დაიბრუნონ ხშირი წარბები, მაგრამ მათი თავიდან გაზრდა უკვე აღარ გამოსდით… გარდა ამისა, ფაქტობრივად შეუძლებელია წარბის ფორმის რადიკალური შეცვლაც… სწორედ ასეთ დრო, მიმარტავენ ქალბატონები წარბების ტატუაჟის პროცედურას.  ღეროვანი ტატუაჟი გვეხმარება:
  • მივანიჭოთ წარბებს სიხშირე და სისქე
  • შევცვალოთ წარბების ფორმა  (რადიკალურადაც კი)
  • გავასწოროთ ასიმეტრია
  • დავფაროთ წარბების ზონაშ არსებული ნაწიბურები და სხვადასხვა დეფექტები.
  • როგორ შევარჩიოთ ფერი
  • ზოგიერთი ადამიანის აზრით, წარბების ნატურალი ფერი – საუკეთესოა. თუმცა, ქალბატონების უმრავლესობა იღებავს თმას, ხშირად ბუნერბივისგან რადიკალურად განსხვავებულ ფრად, ამიტომ წარბების ფერიც უნდა ჰარმონიულად ერწყმოდეს თმისას.
  • ღია ფერის თმის მქონე ქალბატონებმა, თვაინთი არჩევანი სჯობს ყავისფერ გამაზე შეაჩერონ, ფერის ინტენსივობას განსაზღვრავს სპეცილაისტი, პაციენტთან შეთანხმებით.
  • მუქ თმიან ქალბატონებს, შესაბამისად, მუქი ტონები მოუხდებათ. წითურებს კი უფრო თბილი ფერები – ყავისფერსა და მოწითალო ტონებს შორის.
პროცედურის ხანგრძლივობა და თავისებურება პროცედურის ხანგრძლივობა, საკორექციო წარბის სირთულიდან გამომდინარე ვარირებს, და საშუალოდ 1-2 საათს წარმოადგენს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თავდაპირველად ტატუაჟის ფერი გაცილებიტ უფრო მუქი იქნება, თუმცა დაახლოებით 1 კვირაში გაღიავდება და საბოლოდ სასურველ ფერს მიიღებს. უკუჩვენებები მიუხედავად იმისა, რომ ღეროვანი ტატუაჟი უვნებელ პროცედურად ითვლება, მაინც არსებობს რისკ ჯგუფები, რომელთათვისაც არ არის რეკომენდებული მისი ჩატარება, უკუჩვენებებია:
  • ფეხმძიმობა და აქტაცია
  • ანტებითი და ვირუსული დაავადებები
  • სისხლის შედედბის პრობლემა
  • კანის მაღალი სენსიტიურობა
  • მაღალი არტერიული წნევა
  • ეპილეფსია ან ონკოლოგიური დაავადებები
  • რომელიმე მინერალური კომპონენტის მიმართ ალერგია.{

სახის მოვლა

  • Georgian
  • English

“ლოტუს გარდენი”

info@lotus.ge
+995 322 903 803

Facebook Youtube

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ბლოგი
  • კონტაქტი

კომპანია

  • ჩვენ შესახებ

პროცედურები

  • სახის მოვლა
  • ტანის მოვლა
  • ლაზერული ეპილაცია
  • სოლარიუმი და დაფერვა

© Copyright 2024 Lotusi
Created By Vasco

ყველა უფლება დაცულია

Lotus
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროცედურები
    • სახის მოვლა
    • ტანის მოვლა
    • ლაზერული ეპილაცია
    • სოლარიუმი და დაფერვა
    • ფიტნესი
    • პილატესი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Lotus
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროცედურები
    • სახის მოვლა
    • ტანის მოვლა
    • ლაზერული ეპილაცია
    • სოლარიუმი და დაფერვა
    • ფიტნესი
    • პილატესი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • LANGUAGE:
  • Georgianka
  • Englishen
  • GeorgianKA
  • EnglishEN
Facebook Youtube
  • GeorgianKA
  • EnglishEN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროცედურები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
Facebook Youtube