ლაზერული ეპილაცია
ტატუს მოცილება
პირდაპირი თარგმანით ინგლისურიდან ”TATOO” ნიშნავს „წაუშლელ სიტყვას“.
ნებისმიერი ფერის ტატუს მოცილება პიკო-წამის ლაზერის გამოყენებით, ჩვენ შევძლებთ დროულად გაგანთავისუფლოდ ნებისმიერი ფერის არასასურველი ტატუსგან!
უპირატესობები :
- სწრაფი ეფექტი
- არ ტოვებს ქსოვილზე არავიტარ ნაწიბურს
- სხივი მიზანმიმართულად მოქმედებს საღებავის მოლეკულებზე და არა კანის ჯანსაღ უჯრედებზე, შესაბამისად არ იწვევს კანის დაზიანებას
ალექსანდრიტის ლაზერი
ლაზერული ეპილაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ის ითვლება ყველაზე მეტად ეფექტურ, უსაფრთხო, სწრაფ და უმტკივნეულო მეთოდად არასასურველი თმის მოშორების პროცედურებს შორის.
ალექსანდრიტის ლაზერი, ეს არის ლაზერი კანის გაგრილების სისტემით, რომელიც არასასურველი თმის მოშორებას ახორციელებს სწრაფად, ეფექტურად და არასასიამოვნო შეგრძნებების გარეშე. განსაკუთრებით ბიკინის ზონის ეპილაციისას.
ალექსანდრიტის ლაზერის დამატებითი უპირატესობებიდან, აღსანიშნავია გაახლგაზრდავების ეფექტი, რომელიც წარმოიქმნება ლაზერული იმპულსის ზემოქმედების გამო. კანის სტრუქტურა უმჯობესდება, იგი გლუვი ხდება.
უპირატესობები
კანის ზედაპირი არ ზიანდება, ხდება რამოდენიმე ფოლიკულზე ერთდოულად ზემოქმედება (თმის მოშორემა შედარებით იდი ზონიდან დროის მოკლე პერიოდში), უმკივნეულო პროცედურაა. სტატისტიკის მიხედვით საშუალოდ 5-10 პროცედურის შემდეგ პაციენტების 90% სამუდამოდ თავისუფლდება არასასურველი თმისგან.
ლაზერული ეპილაციის პროცედურა
ლაზერი ზემოქმედებს თმის ფოლიკულზე. არასასურველი თმის მოშორებისთვის საჭიროა რამოდენიმე პროცედურის ჩატარება. გამომდინარე იქედან, რომ თმას აქვს ზრდა-განვითარების 3 სტადია. შესაბამისად, სხვადასხვა თმის ღერი განვითარების სხვადასხვა სტადიაშია – ნაწილი თმებისა კანის ზედაპირზე კარგად შესამჩნევია, ზოგი კი – ჯერ კიდევ ფოლიკულშია, ჩანასახოვან სტადიაში. ამიტომ სხვადასხვა სტადიაში მყოფი თმის ღერის მოშორება შეუძლებელია. ლაზერი ზემოქმედებს თმის ღერში არსებულ პიგმენტ მელანინზე.
ალექსანდრიტის ლაზერის უპირატესობები
კანის გაგრილების სისტემა, იცავს კანს გადახურებისგან, პაციენტს არ ექმნება დისკომფორტი. ყოველი პაციენტისთვის კანის ტიპის, თმის ღერის სტრუქტურისა და პიგმენტის ინტენსივობის მიხედვით ხდება რეჟიმის შერჩევა. ეს შესაძლებელია იმ კომპიუტერის საშუალებით, რომელიც აპარატშია ჩამონტაჟებული. აბსოლუტურად უმტკივნეულო ხდება პროცედურა გაგრილების ეფექტის მქონე გელის გამოყენების გამო. იმისდა მიხედვით, სხეულის და/ან სახის რომელ ზონაზე იგეგმება ეპილაციის ჩატარება, ხდება სხვადასხვა დიამეტრის თავების შერჩევა. თმა შორდება პროცედურის პერიოდშიც და შემდეგი 3-4 დღის განმავლობაში. საშუალოდ, რეკომენდებულია 5-10 პროცედურის ჩატარება 1-2 თვიანი ინტერვალებით. არ შეიძლება გარუჯვა ლაზერულ ეპილაციამდე 1.5 თვის მანძილზე, და პროცედურის შემდგომაც 2-3 კვირა უნდა მოერიდოთ. არაა რეკომენდებული ორსულებსა და ბავშვებში, კანის ალერგიული და ინფექციური დაავადებებისას.
დიოდური ლაზერი
დიოდური ლაზერული ეპილაციისას, არასასურველი თმის მოსაშორებლად და ზრდის შენელებისთვის, გამოყენება მონოქრომატული სინათლე. ამ სხივის ენერგია შთაინთქმება თმის ღერის მიერ, ხოლო ფოლიკულში ჩაღწევისას, ფოლიკულის სტრუქტურა ირღვევა და რამოდენიმე ხნის შემდეგ თმა ცვივა. გასათვალისწინებელია, რომ ლაზერის ზემოქმედება ვრცელდება მხოლოდ აქტიურ, მზარდი თმის ღერის ფოლიკულებზე, რომელთა რაოდენობაც სხეულზე დაახლოებით 30%-მდეა.
არსებობენ მიძინებული ფოლიკულები, რომლებიც ლაზერის სხივისთვის უხილავია. ენერგია მათზე არ ზემოქმედებს, ან მოქმედებს ნაწილობრივ და იწვევს მათ დეფორმაციას, თუმცა ეს ფოლიკულები არ იღუპებიან ბოლომდე. დროის გარკვეულ მონაკვეთში, ისინი იღვიძებენ და მათგანაც იწყებს თმა ზრდას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული: ზრდის ფაზაში არსებული თმის მთლიანი რაოდენობა არ ექვემდებარება ლაზერულ დამუშავებას, რადგან კანის ერთ ზონაზე არის მუქი და ღია თმაც. თუ ერთი მსხვილი და მუქი ღერის თმა რეაგირებს ლაზერის განსაზღვრულ სიმძლავრეზე, მაშინ სხვა – ნაკლებად მსხვილი და მუქი, არის მდგრადი ამ ზემოქმედების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გამოღვიძებული ფოლიკულებიდან წამოსული თმის ღერებთან ერთად, საჭიროა შემდგომი სეანსების ჩატარება, 1,5-2 თვის ინტერვალით. ეპილაციის საერთო კურსი შედგება 6-8 პროცედურისგან. დიოდური ლაზერის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი სისქის, ფერის თმის მოშორება.
დიოდური ლაზერით ეპილაცია უმტკივნეულოა
პროცედურა
პროცედურის ჩატარების წინ, ლაზერით ზემოქმედების ზონა უნდა გაიპარსოს, პროცედურამდე 4-6 საათით ადრე. პროცედურის დროს, მიმდინარეობს სამოქმედო ზონის ძლიერი გაგრილება ლაზერის აპარატის საფირის ბოლოთი. ლაზერული ეპილაციის ხანგრძლივობა დამოკიდებული სამოქმედო ზონის ზომაზე და შეადგენს 10-15 წუთიდან 1,5-2,5 საათამდე (მაგ ფეხები, მთლიანად).
ორსულობა, ლაქტაცია – ეს არ წარმოადგენს აბსოლუტურ უკუჩვენებას, შესაძლებელია ჩატარდეს 1-2 პროცედურა.
ND YAG ლაზერი
ნოვაცია ლაზერულ ეპილაციაში – ყველაზე უსაფრთხო და ამავე დროს, ეფექტური CANDELA ND YAG ლაზერი უკვე “ლოტუსშია” !!
ND YAG ახასიათებს ორმაგი მოქმედება – მუქ კანზე ისე მოქმედებს, როგორც ალექსანდრიტის ლაზერი, ღია ფერის თმაზე კი – დიოდის პრინციპის მსგავსად.
ND YAG ლაზერს არ აქვს შეზღუდვები კანის და თმის ტიპის მიხედვით – გამოიყენება როგორც გარუჯულ კანზე, ისე ქერა და ჭაღარა თმის მოსაცილებლადაც
ND-YAG ლაზერი ასხივებს ყველაზე გრზელ ტალღას, სიდიდით 1064 ნანომეტრი (ალესქანდრიტის ლაზერი – 755 ნმ; დიოდი – 810 ნმ), რაც საშუალებას იძლევა გამოირიცხოს კანის ყოველგვარი დამწვრობა და სხვა ზედაპირული დაზიანებები.
ND YAG ლაზერის სხივი ღრმად აღწევს კანის ზედაპირში, პოულობს თმის ბოლქვის მკვებავ სისტემას და აზიანებს მას. ეს, თავის მხრივ, თმის კვდომას იწვევს. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ, უკვალოდ ქრება თმის საფარის 30-40%