მუცლის კორექცია

მამაკაცების მუდმივი პრობლემა - დიდი ზომის მუცელი, ე. წ. "ღიპი"... ცხიმის ფენა, რომელიც დროთა განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება ორგანიზმს, არღვევს სისხლის მიმოქცევას, აზიანებს შინაგან ორგანოებს , განსაკუთრებით გულს, ფილტვებს, კუჭს, ღვიძლს.


          ქართველ მამაკაცებში მუცლის, ე.წ. "ღიპის" პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია. სტატისტიკა საგანგაშოა - ზრდასრული მამაკაცების 8⃣5⃣% აწუხებს მუცლის არასასურველი ჭარბი ცხიმი.

რა არის გამომწვევი მიზეზი ?

- მიზეზი მრავალგვარია: არასწორი და ჭარბი კვება, ცხოვრების პასიური რეჟიმი, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური და გაზირებული სასმელი. შედეგად, ხდება, როგორც ცხიმის ფენის ჩალაგება მუცლის ზონაში, ასევე შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნება, შებერვა და კუჭნაწლავის სისტემის გადატვირთვა, მუცლის პრესის კუნთების დარბილება, მუცლის კანის დაჭიმვა.

რით შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ პრობლემას ?

- ლოტუსში, წამყვანი სპეციალისტების მიერ შემუშავდა სპეციალური "მუცლის კორექციის" პროგრამა, რომელიც ამკვრივებს მოშვებულ მუცელს, აქრობს არასასურველ ცხიმს. ხელს უწყობს მუცლის კუნთების ფორმაში ჩაყენებას.

რას უნდა ველოდოთ სპეციალური პროგრამის გავლის შემდეგ ?

- ხდება ლოკალურად მუცლის კანქვეშა ცხიმის დარბილება, ზომაში შემცირება და კუნთების გავარჯიშება. პირველადი ეფექტი ჩანს 3-4 პროცედურის შემდგომ, ორ კვირაში კი ვიღებთ სასურველ შედეგს.

მტკივნეულია ?

ზოგი პროცედურა გარკვეულ (ასატან) დისკომფორტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს დისკომფორტი მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში გრძელდება.

რა თანხებთან არის დაკავშირებული ?

✅ კურსის ღირებულებაა 289 ლარი