BIO SLIM
Bio Slim ეს არის ანტიცელულიტური გასახდომი პროგრამა, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პროცედურის დაწყებამდე განისაზღვრება სხეულის პრობლემური ზონების - წელისა და ბარძაყების გარშემოწერილობა.
პროცედურა ხორციელდება სპეციალურ, მშრალ სპა-კაფსულაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
პროგრამა იწყება პრობლემური ზონების პილინგით, ღრმა ანტიცელულიტური მოქმედების სკრაბის მეშვეობით, რაც ერთისმხრივ, ცხიმოვან უჯრედებზე მოქმედებს, როგორც მექანიკური გამღიზიანებელი, ხოლო მეორესმხრივ წინასწარ ამზადებს კანს, რათა უკეთესად შეიწოვოს ვულკანური წარმოშობის, სპეციალური სამკურნალო ტალახი.

გასახდომი ღრმა მასაჟი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმისა და ჭარბი სითხის გამოდევნას.
შემდგომ, სხეული იფუთება სამკურნალო, თერმული მოქმედების გასახდომ ტალახში. სპა-კაფსულის მეშვეობით შექმნილი მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის სწრაფ წვას, რაც პროცედურას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
დასასრულს სხეული მუშავდება ”ცხელი პირსახოცების” საშუალებით, რაც კუნთს რელაქსაციის საშუალებას აძლევს, პროცედურას კი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
დასასრულს სხეული მუშავდება ”ცხელი პირსახოცების” საშუალებით, რაც კუნთს რელაქსაციის საშუალებას აძლევს, პროცედურას კი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.