კოლაგენარიუმი


კანის გაახალგაზრდავება უკვე ძალიან მარტივია !

                                  

 ყველა ქალის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა ის იწყებს ფიქრს საკუთარ გარეგნობაზე. ზოგიერთი ამას ადრეული ასაკიდან იწყებს, ხოლო ზოგიერთი ქალბატონი - მხოლოდ ზრდასრულ ასაკში. როდის- ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, რა ხერხით გავიუმჯობესოთ გარეგნობა, თანაც ისე, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას.

                                     

ახალგაზრდობის შენარჩუნება არც ისე ადვილია, მითუმეტეს, როცა ასაკთან ერთად, ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავება კლებულობს.შემცირებული კოლაგენი კი იწვევს მიმიკური ნაოჭების აქტიურ გამოვლინებას. თანამედროვე კოსმეტოლოგია იძლევა საშუალებას, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ ახალგაზრდა იერი. ამერიკელმა მეცნიერებმა შექმენს უნიკალური აპარატი, კოლაგენარიუმი, რომელიც აგვარებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას.



რა არის კოლაგენარიუმი ?

                                           

კოლაგენარიუმი, ეს არის სოლარიუმის მსგავი დანადგარი,მხოლოდ ერთი განსხვავებით - ულტრაიისფერი სხივების UV ნაცვლად, ის ინფრაწითელ IR ანუ ე. წ. “წითელ შუქს” ასხივებს. ეს უკანასკნელი კი ცნობილია თავისი სამკურნალო ზემოქმედებით.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ “წითელი შუქით” ბიოსტიმულაცია ხელს უწყობს ორგანიზმში კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას; პროცედურის შედეგად აქტიურდებიან ის ფერმენტები,რომლებიც ხელს უწყობენ კანის კვებას და ჟანგბადით გაჯერებას.

                                         

კოლაგენარიუმის“წითელი შუქის” თერაპიამ უკვე მოიკიდა ფეხი მთელს მსოფლიოში და დიდი წარმატებით სარგებლობსთანამედროვე კოსმეტოლოგიაში.

                                         

კოლაგენარიუმითსარგებლობის შედეგები:


· იცავს და ატენიანებს კანს

· ანელებს კანის დაბერების პროცესს

· ამცირებს უკვე არსებულ სახვითდა ღრმა ნაოჭებს

· აუმჯობესებს კანის ელასტიურობასადა სიმკვრივეს

· ამცირებს კანზე არსებულ ნაწიბურებს,სტრიებს, პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლებს

· აჩქარებს კანის რეგენერაციისუნარს (პოსტოპერაციულ პერიოდში, ორსულობის შემდეგ, ცელულიტის არსებობის შემთხვევაში)

· ეფექტურია აკნეს, ფსორიაზის,ეგზემის, დამწვრობის, ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ

· აძლიერებს სახსრებს, კუნთებს,ფრჩხილებს

· აღადგენს და აძლიერებს თმას,აფერხებს ჭაღარა თმის ამოსვლას

· რეკომენდებულია ჭარბი ნარუჯისშემთხვევაში

· არ გააჩნია გვერდითი მოვლენები

· პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა



კოლაგენარიუმის კურსი

                                       

გამომდინარე იქიდან, თუ რა შედეგის მიღწევა გვსურს, მუშავდება კოლაგენარიუმით სარგებლობის კურსი.მაგალითად, 10 პროცედურა, უკვე შესამჩნევ ეფექტს იძლევა - უმჯობესდება კანის საერთომდგომარეობა და ფერი. ამასთან, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესების ხარჯზე, ორგანიზმიდანგამოიდევნება მავნე ტოქსინები. მიღებული ეფექტი მომდევნო 3 კვირამდე ნარჩუნდება.20 პროცედურის შემთხევავში შედეგი კიდევ უფრო თვალში საცემია - მატულობს კოლაგენისგამომუშავების პროცესი, ასევე კანი ხდება უფრო მკვრივი და გლუვი.

                                     

პროცედურებსშორის ინტერვალი უნდა იყოს 1-დან 3 დღემდე, ხოლო ხანგძლივობა, მინიმუმ, 20 წუთი (დადგენილია,რომ ორგანიზმი კოლაგენს მე-17 წუთიდან გამოიმუშავებს).

                                     

კოლაგენარიუმითსარგებლობა გასაოცარ ეფექტს იძლევა, და მისი გამოყენებაც სულ უფრო და უფრო პოპულარულიხდება მთელს მსოფლიოში. “ლოტუსი” საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ამ უნიკალური აპარატითდა თავად აირჩიოთ თქვენთვის კომფორტული - ჰორიზონტალური ან ვერტილაკური აპარატი.