VACU FIT
ამერიკული წარმოების Vacu Fit-ის სავარჯიშო მოწყობილობები ცნობილია მთელ მსოფლიოში. პირველად საქართველოში, Vacu Fit-ზე ვარჯიში, ექსკლუზიურად, „Lotus Garden”-შია შესაძლებელი.
Vacu Fit აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფის ცირკულაციას, არჩევითად იმ ზონებში, სადაც დეპონირებულია ცხიმი და ვითარდება ცელულიტი. ეს ზონებია - მუცელი, ბარძაყები და დუნდულები. Vacu Fit-ზე ვარჯიშის დროს, მოწყობილობა, ავტომატურ რეჟიმში, ქმნის წინაღობას. ვაკუუმით შექმნილი წინაღობა და ინფრაწითელი სითბური ეფექტი აძლიერებს მოწყობილობის მოქმედების ეფექტურობას.
შედეგად :
o ორგანიზმში უმჯობესდება მეტაბოლური (ნივთიერებათა ცვლის) პროცესები;
o მიმდინარეობს ცხიმის სწრაფი წვა და ცელულიტის დაშლა
o ხდება სხეულის კორექცია
Vacu Fit კომპიუტერიზირებულია და ინსტრუქტორის დახმარებით, შესაძლებელია სასურველი პროგრამისა და რეჟიმის შერჩევა.
Vacu Fit-ზე ვარჯიშით (ვარჯიშის ხანგრძლივობა 30 წთ.) 4-ჯერ უფრო მეტად გამოხატული ეფექტის მიღწევაა შესაძლებელი, სტანდარტული ვარჯიშებით მიღებულ შედეგთან შედარებით.