VACUFIT


Vacu Fit-ის სავარჯიშო მოწყობილობები ცნობილია მთელ მსოფლიოში. პირველად საქართველოში Vacu Fit-ზე ვარჯიში ექსკლუზიურად  „Lotus Garden”-შია შესაძლებელი. 


Vacu Fit  აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფის ცირკულაციას, არჩევითად იმ ზონებში, სადაც დეპონირებულია ცხიმი, ვითარდება ცელულიტი. ეს ზონებია - მუცელი, ბარძაყები და დუნდულები. Vacu Fit-ზე ვარჯიშის დროს, მოწყობილობა ავტომატურ რეჟიმში ქმნის წინაღობას, რაც აძლიერებს მისი მოქმედების ეფექტურობას.  შედეგად, ორგანიზმში უმჯობესდება მეტაბოლური (ნივთიერებათა ცვლის) პროცესები, მიმდინარეობს ცხიმის სწრაფი წვა და ცელულიტის დაშლა, შესაბამისად მიმდინარეობს სხეულის კორექცია.  Vacu Fit კომპიუტერიზირებულია და  ინსტრუქტორის  დახმარებით, შესაძლებელია სასურველი პროგრამისა და რეჟიმის შერჩევა.  Vacu Fit-ის მეშვეობით, შედეგის მიღწევა 4-ჯერ უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე სტანდარტული ვარჯიშების შესრულებისას.


Vacu Fit-ზე ვარჯიშის  20 სეანსი (ვარჯიშის ხანგრძლივობა 30 წუთი) 4 კვირის განმავლობაში და 4-ჯერ უფრო მეტად გამოხატული ეფექტი.