კრიოსაუნა


კრიოსაუნა Space Cabin Premium     

კრიოსაუნის მოქმედების პრინციპი, ჩვეულებრივი საუნის საპირისპიროა და დაფუძნებულია -120°С -170°С  მშრალი ჰაერით თერაპიაზე. შეგრძნებები ცივ წყალში ბანაობასთან შედარებით,  კომფორტულია, რადგან ჰაერი ცუდი გამტარია. პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 1-3 წუთს. კრიოსაუნის  თავისებურებას კიდევ ის წარმოადგენს, რომ პროცედურის დროს პაციენტი ცივი მშრალი ჰაერისა და თხევადი აზოტის ორთქლში  მხრებამდე ეფლობა, ხოლო ამწე არეგულრებს ამ პროცესს. მოძრავი ამწის მდებარეობა  რეგულირდება ადამიანის სიმაღლის მიხედვით. კაბინის ზედა ნაწილში არის ვენტილაცია. შესაძლებელია თავისუფლად სუნთქვა, კონტაქტი მომსახურე პერსონალთან. ეს კი აიოლებს პაციენტის მდგომარეობის კონტროლს.


30 წამის განმავლობაში, ხდება ტემპერატურის შემცირება -20°С-დან -170°С-მდე, რის შემდეგაც ტემპერატურის არსებული დონე აღარ იცვლება. კრიოთერაპიის კურსის რაოდენობა  ისაზღვრება სპეციალისტის მიერ. კრიოთერაპიის დროს კანის ტემპერატურა წამიერად 0°С-მდე ეცემა, შემდეგ კი პერიფერიული სისხლისმიმოქცევის ინტენსივობის მატების ხარჯზე 35° С-მდე ადის (კანის ფიზიოლოგიური ტემპერატურა 32,5° С-ს შეადგენს). რადგანაც პროცედურის ხანგრძლივობა მოკლეა, გაციებას ასწრებს მხოლოდ კანის ზედაპირული შრე. შინაგანი ორგანოების ტემპერატურა უცვლელია.


პროცედურის დროს, ხდება იმუნური სისტემის ბუნებრივი სტიმულაცია, ხდება ჰორმონალური ფონის, ნივთიერებათა ცვლის სტაბილიზაცია, ენდორფინების დიდი რაოდენობით გადმოსროლა ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსს აუმჯობესებს. კრიოსაუნა აუმჯობესებს კანის ტურგორს,  მიკროცირკულაციას.


ბიოქიმიური პროცესების კასკადი ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის მოქმედებით იწყება და საჭიროებს ენერგიის დიდ დანახარჯს. ეს ენერგია კი მიიღება ცხიმის წვის შედეგად და წარმოიქმნება წყალი და ნახშირორჟანგი. სწორედ ეს მოქმედების მექანიზმი უდევს საფუძვლად ზედმეტი წონისა და ცელულიტის მკურნალობას. კრიოსაუნაში ჩატარებული პროცედურები აბსოლუტურად უსაფრთხოა,  როგორც პაციენტისთვის, ასევე მომსახურე პერსონალისთვის.



კრიოსაუნა ეს არის:


·  ორგანიზმის ყველა სისტემის „ვარჯიში“

·  სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება

·  სასიცოცხლო ტონუსის მატების საშუალება

·  გაჯანსაღება, გაკაჟება (კრიოთერაპიის 1 კურსი 3-4 წლიანი გასაკაჟებელი ვარჯიშების ტოლფასია)

·  წონაში კლებისა და ცელულიტის დაშლის სწრაფი და კომფორტული მეთოდი

·  ორგანიზმის გაახალგაზრდავება, კანის სტრუქტურის გაუმჯობესება, დაბერების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიება

·  ბუნებრივი გზით ორგანიზმის უჯრედების განახლება

·  იმუნური სისტემის მოქმედების ბუნებრივი სტიმულაცია

·  დაავადებების პროფილაქტიკა

·  ორგანიზმის სწრაფი და ეფექტური რეაბილიტაცია, გადატანილი დაავადებების შემდეგ

·  მედიცინაში აეროკრიოთერაპიის გამოყენების ფართოს პექტრი


კრიოთერაპია კანის ზედმეტი ცხიმიანობის (სებორეის), ფარიმჭამელებისა და როზაცეას დროს

ამ დროს ინიშნება 120-180 წმ და შედგება 15-20 პროცედურისგან


კრიოსაუნა სპორტულ დარბაზებსა და ფიტნესში

o  მწვავე და ქრონიკული სპორტული ტრავმების კუპირება,  მკურნალობა და რეაბილიტაცია

o  სპორტსმენის ფორმის მოდულირება და შენარჩუნება

o  სპორტსმენების ფიზიკური და  ფსიქოემოციური ფონის მომზადება შეჯიბრებების წინ

o  რეაბილიტაცია  შეჯიბრებების შემდეგ


შეჯიბრებების წინ კრიოსაუნა ინიშნება 180 წმ-მდე სტარტამდე 20-60  და მაქსიმუმ 120 წუთით ადრე.


ვარჯიშების პერიოდში, ზოგადი კრიოთერაპია ინიშნება 120-180 წმ. კურსზე 15-20 პროცედურა (პროცედურების კურსი ტარდება 1-ჯერ 6-8 თვეში), 1 -ჯერ დღეში, ყოველ დღე ან დღეგამოშვებით, ვარჯიშის დაწყებამდე 20-40 წუთით ადრე. შეჯიბრებების შემდეგ, კრიოსაუნა ინიშნება შემდეგ რეჟმში - 150 წთ სპორტსმენის ძალების აღსადგენად და დაღლილობის მოსახსნელად.


კრიოსაუნა კოსმეტოლოგიაში

აეროკრიოსაუნა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ, ეფექტურ და პერსპექტიულ მიმართულებად, აქტუალური კოსმეტოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის პროცედურებს შორის.


კრიოთერაპია სინერგისტულად მოქმედებს სხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან ერთად და ზრდის მათ ეფექტურობას.


კოსმეტოლოგიური ეფექტის გასაუმჯობესებლად, კრიოსაუნა ინიშნება 1-ჯერ დღეში 150-180 წმ-ის განმავლობაში. 1 კურსი ტარდება 6-12 თვეში ერთხელ და მოიცავს მინიმუმ 20 პროცედურას.


სხეულის  კორექცია, ცელულიტის დაშლა და ზედმეტი წონის მკურნალობა

კრიოსაუნა აიძულებს ორგანიზმს დახარჯოს  ენერგიის დიდი რაოდენობა. პაციენტი პროცედურის პერიოდში 1000-დან 3000კალორიამდე წვავს და ეს დამოკიდებულია სხეულის წონაზე და კაბინაში არსებულ ტემპერატურაზე. ცალკეულ შემთხვევებში, პაციენტები, რომლებიც იტარებენ ზოგადი აეროკრიოთერაპიის პროცედურებს, იკლებენ წონაში 7-10კგ.-ს. კურსი შდეგება 20-30 პროცედურისგან.


წონის კლების მიზნით კრიოთერაპიის დანიშვნისას, აუცილებელია რაციონალური დიეტის დაცვა და კალორიების დაბალანსება. საკვებით მიღებული კალორია არ უნდა აღემატებოდეს 500-700 კილოკალორიას. ინდივიდუალური კონსტიტუციური აგებულებისა და წონის ჰარმონიის მიღწევა წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების პროდუქტს, ხოლო  ჰარმონიულობის  შენარჩუნება - პაციენტის  ჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია.


აეროკრიოსაუნა, ზედმეტი წონისა და ცელულიტის სამკურნალოდ, ინიშნება 1-ჯერ დღეში 180 წამიანი რეჟიმით. კურსი შედგება 20-30 პროცედურისგან. კურსის რაოდენობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი (კურსის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 2 - 4-ს). კურსებს შორის ინტერვალი  არ უნდა იყოს 1 თვეზე მეტი.