დიოდური ლაზერი


დიოდური ლაზერული ეპილაციისას, არასასურველი თმის მოსაშორებლად და  ზრდის შენელებისთვის, გამოყენება მონოქრომატული სინათლე. ამ სხივის ენერგია შთაინთქმება თმის ღერის მიერ, ხოლო ფოლიკულში ჩაღწევისას, ფოლიკულის სტრუქტურა ირღვევა და რამოდენიმე ხნის შემდეგ თმა ცვივა. გასათვალისწინებელია, რომ ლაზერის ზემოქმედება ვრცელდება მხოლოდ აქტიურ, მზარდი თმის ღერის ფოლიკულებზე, რომელთა რაოდენობაც სხეულზე დაახლოებით 30%-მდეა.


                   


არსებობენ მიძინებული ფოლიკულები, რომლებიც ლაზერის სხივისთვის უხილავია. ენერგია მათზე არ ზემოქმედებს, ან  მოქმედებს ნაწილობრივ და იწვევს მათ დეფორმაციას, თუმცა ეს ფოლიკულები არ იღუპებიან ბოლომდე. დროის გარკვეულ მონაკვეთში, ისინი იღვიძებენ და მათგანაც იწყებს თმა ზრდას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული: ზრდის ფაზაში არსებული თმის მთლიანი რაოდენობა არ ექვემდებარება ლაზერულ დამუშავებას, რადგან კანის ერთ  ზონაზე არის მუქი და ღია თმაც.  თუ ერთი მსხვილი და მუქი ღერის თმა რეაგირებს ლაზერის განსაზღვრულ სიმძლავრეზე, მაშინ სხვა - ნაკლებად მსხვილი და მუქი, არის მდგრადი ამ ზემოქმედების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გამოღვიძებული ფოლიკულებიდან წამოსული თმის ღერებთან ერთად, საჭიროა შემდგომი სეანსების ჩატარება, 1,5-2 თვის ინტერვალით. ეპილაციის საერთო კურსი შედგება 6-8 პროცედურისგან. დიოდური ლაზერის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი სისქის, ფერის თმის მოშორება. 


                                           დიოდური ლაზერით ეპილაცია უმტკივნეულოა


პროცედურა

პროცედურის ჩატარების წინ, ლაზერით ზემოქმედების ზონა უნდა გაიპარსოს, პროცედურამდე 4-6 საათით ადრე. პროცედურის დროს, მიმდინარეობს სამოქმედო ზონის ძლიერი გაგრილება ლაზერის აპარატის საფირის  ბოლოთი. ლაზერული ეპილაციის ხანგრძლივობა დამოკიდებული სამოქმედო ზონის ზომაზე და შეადგენს 10-15 წუთიდან  1,5-2,5 საათამდე (მაგ ფეხები, მთლიანად).


ორსულობა, ლაქტაცია - ეს არ წარმოადგენს აბსოლუტურ უკუჩვენებას, შესაძლებელია ჩატარდეს 1-2 პროცედურა.