ალექსანდრიტის ლაზერი

     


ლაზერული ეპილაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ის ითვლება ყველაზე მეტად ეფექტურ, უსაფრთხო, სწრაფ და უმტკივნეულო მეთოდად არასასურველი თმის მოშორების  პროცედურებს შორის.


ალექსანდრიტის ლაზერი, ეს არის ლაზერი კანის გაგრილების სისტემით, რომელიც არასასურველი თმის მოშორებას ახორციელებს სწრაფად, ეფექტურად და არასასიამოვნო შეგრძნებების გარეშე. განსაკუთრებით ბიკინის ზონის ეპილაციისას. 


ალექსანდრიტის ლაზერის დამატებითი უპირატესობებიდან, აღსანიშნავია გაახლგაზრდავების ეფექტი, რომელიც წარმოიქმნება ლაზერული იმპულსის ზემოქმედების გამო. კანის სტრუქტურა უმჯობესდება, იგი გლუვი ხდება.    


             


უპირატესობები

კანის ზედაპირი არ  ზიანდება,  ხდება რამოდენიმე ფოლიკულზე ერთდოულად ზემოქმედება (თმის მოშორემა შედარებით იდი ზონიდან დროის  მოკლე პერიოდში), უმკივნეულო პროცედურაა. სტატისტიკის მიხედვით საშუალოდ 5-10  პროცედურის შემდეგ პაციენტების 90% სამუდამოდ თავისუფლდება არასასურველი თმისგან. 


ლაზერული ეპილაციის პროცედურა

ლაზერი ზემოქმედებს თმის ფოლიკულზე.  არასასურველი თმის  მოშორებისთვის საჭიროა  რამოდენიმე პროცედურის ჩატარება.  გამომდინარე იქედან, რომ თმას აქვს ზრდა-განვითარების 3 სტადია. შესაბამისად, სხვადასხვა თმის ღერი განვითარების სხვადასხვა სტადიაშია - ნაწილი თმებისა კანის ზედაპირზე კარგად შესამჩნევია, ზოგი კი - ჯერ კიდევ ფოლიკულშია, ჩანასახოვან სტადიაში. ამიტომ სხვადასხვა სტადიაში მყოფი თმის ღერის მოშორება შეუძლებელია. ლაზერი ზემოქმედებს თმის ღერში არსებულ პიგმენტ მელანინზე.


                  


ალექსანდრიტის ლაზერის უპირატესობები

კანის გაგრილების სისტემა, იცავს კანს გადახურებისგან, პაციენტს არ ექმნება დისკომფორტი. ყოველი პაციენტისთვის კანის ტიპის, თმის ღერის სტრუქტურისა  და პიგმენტის ინტენსივობის მიხედვით ხდება რეჟიმის შერჩევა. ეს შესაძლებელია იმ კომპიუტერის საშუალებით, რომელიც აპარატშია ჩამონტაჟებული. აბსოლუტურად უმტკივნეულო ხდება პროცედურა გაგრილების ეფექტის მქონე გელის გამოყენების გამო. იმისდა მიხედვით, სხეულის და/ან სახის რომელ ზონაზე იგეგმება ეპილაციის ჩატარება, ხდება სხვადასხვა დიამეტრის თავების შერჩევა. თმა შორდება პროცედურის პერიოდშიც და შემდეგი 3-4 დღის განმავლობაში. საშუალოდ,  რეკომენდებულია 5-10 პროცედურის ჩატარება 1-2 თვიანი ინტერვალებით. არ შეიძლება გარუჯვა ლაზერულ ეპილაციამდე 1.5 თვის მანძილზე, და პროცედურის შემდგომაც 2-3 კვირა უნდა მოერიდოთ. არაა რეკომენდებული ორსულებსა და ბავშვებში, კანის ალერგიული და ინფექციური დაავადებებისას.