ორსულთა კლუბი LOTUS Premaman

 

                                         


პირველი ორსულთა კლუბი საქართველოში "LOTUS Premaman" 


ორსულობა - ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ქალბატონების ცხოვრებაში. პირველივე ტრიმესტრიდან იცვლება მომავალი დედის კვებისა და ცხოვრების რეჟიმი. თუმცა, ხშირად გვსმენია მცდარი მოსაზრებებიც: ორსულისთვის ვარჯიში და აქტიური მოძრაობა მავნეა; ორსული ორმაგად უნდა იკვებებოდეს; და ა. შ.... შედეგად, თავს იჩენს ჭარბი წონა და სისხლის მიმოქცევის სისტემის პრობლემები.

მომავალო დედიკოებო, გამოეწყვეთ სპორტულ ტანისამოსში, მოეწყვეთ კომფორტულად - ჩვენ დავიწყეთ!



- ფიზიკური აქტივობის გაკვეთილები, დიეტოლოგის მიერ ინდივიდუალურად თქვენთვის შედგენილი სწორი კვების რეჟიმი და ფსიქოლოგის საათები - ეს ორსულთა კლუბი „ლოტუს პრემამანია“.
- კვირაში 3ჯერ, 3-5 ორსულისგან შემდგარი ჯგუფი ჯანსაღ გარემოში დროს სასიამოვნოდ ატარებს. კლუბში გაწევრიანება მომავალ დედებს შეუძლიათ ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში. 



ორსულობის პერიოდს ხშირად თან ახლავს ფსიქოლოგიური პრობლემებიც. უმთავრესად ეს პრობლემები მშობიარობის შიშით, ჭარბი წონის მატებითა და სხეულის ფორმების ცვლილებით არის გამოწვეული. 
პირველი ეტაპი სწორედ ფსიქოლოგთან შეხვედრას გულისხმობს. აქ დეტალურად განიხილავენ ყველა იმ პრობლემასა თუ საკითხს, რომელიც ორსულებს აწუხებთ. 


                     



სპეციალურად ორსულებისთვის შედგენილი ვარჯიშების კურსი შემდეგ ელემენტებს მოიცავს:


პილატესი: განსაკუთრებით ეფექტურია მომავალი დედებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად აქტიურად, სრული დატვირთვით მუშაობენ. მათი ხერხემალი ამ დროს დიდ დატვირთვას იტანს, რაც დაღლილობის შეგრძნებას კიდევ უფრო მატებს ორგანიზმს. პილატესის ილეთები სწორედ რომ ხერხემალზეა ფოკუსირებული. ხსნის დაძაბულობას და აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას. 

იოგა: ინსტრუქტორი იოგას ილეთების უსასროლოდ ფართო არჩევანიდან სპეციალურად ორსულებისთვის არჩევს ვარჯიშებს, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა მომავალი დედებისთვის. ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ მოდუნებაში. ღრმა სუნთქვა თქვენს ორგანიზმს გაამდიდრებს ჟანგბადით. ამ გზით მეტი ჟანგბადი მიეწოდება ნაყოფსაც, რაც ორსულობის პერიოდს მნიშვნელოვნად ამარტივებს. 

აერობიკა: მდიდარია ცეკვის ელემენტებით, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს და და განწყობილებას. აერობიკა საშუალებას მოგცემთ სასიამოვნოდ დაწვათ ზედმეტი კალორიები, რაც ჭარბი წონისგან დაცვაში დაგეხმარებათ. 
გარდა ამისა, კურსი მოიცავს სპეციალურ სუნთქვით ვარჯიშების სწავლებას, რაც მოგვიანებით მშობიარობის პროცესს მნიშვნელოვნად აადვილებს. 

კლუბის წევრებს ინდივიდუალურად ემსახურებათ დიეტოლოგი, რომელიც დეტალურად გაეცნობა ორსულის ცხოვრებისა და კვების რეჟიმს. ორსულის წონისა და სხეულის პარამეტრებზე დაყრდნობით შეუდგენს კვების რაციონს, რომელსაც თავადვე სისტემატურად გააკონტროლებს.