JUMPING ფიტნესი


                                                 

                                 


პირველად საქართველოში - J U M P I N G F I T N E S S -ის კლასები "ლოტუსში" !!


J U M P I N G   F I T N E S S (ჯამფინგ ფიტნეს ) ეს არის დინამიური ფიტნეს-სისტემა, სწრაფი და ნელი ხტუნვის კომბინაცია, რომელიც შეიცავს ტრადიციული სტეპისა და ათლეტური სპორტის ელემენტებსაც. J U M P I N G   F I T N E S S რბილი ზედაპირის მქონე, სპეციალურ 6-კუთხა ბ ა ტ უ ტ ე ბ ზ ე სრულდება. სწორედ ეს უკანასკნელი სძენს ვარჯიშს განსაკუთრებულ ხიბლს - ბატუტი გვეხმარება რთული ილეთების მარტივად და ხალისიანად შესრულებაში, ამასთან კუნთოვანი მასის გაძლიერება - გარანტიებულია ! 
რამდენად ხშირად იღებთ სიამოვნებას სპორტისგან? აქ არ იგულისხმება სარბენ ბილიკები და პასიური განწყობა, საუბარია რეალურ შეგრძნებაზე - ფიზიკური დატვირთვისგან მიღებულ უსასრული სიხარულის განცდაზე ...სპორტისგან მიღებული სიამოვნება ხომ მთავარი მოტივატორია სხეულის სრულყოფისა და განვითარებისთვის. 


                                              

           


ბატუტზე ვარჯიში ძალიან სახალისო და ეფექტურია - J U M P I N G   F I T N E S S -ს აქვს მთელი რიგი პრიორიტეტები:


• წონაში კლება 
• სხეულის კორექცია
• ცელულიტის დაშლა-. რეგულარული ხტომისას კანი და კუნთები ხდება დაჭიმული და იწყება ცელულიტის დაშლა 
• ხტომა ამაგრებს ზურგის კუნთსა და პრესს, ყალიბდება გამართული და დახვეწილი იერი
• როდესაც ფეხები მუშაობენ, გული - ისვენებს, სწორედ ამიტომ, რეგულარული ვარჯიშის დროს, ფეხი ლამაზი, გამოყვანილი და დახვეწილი ხდება, გული კი - ბევრად ჯამთელი და გამძლე
• ბატუტზე ხტუნვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ტვინი მეტად მარაგდება ჟანგბადით.


                                                            


იოგასთან და სასუნთქი სისტემის პრაქტიკებთან ერთად, ბატუტი ყველაზე დადებითი გზით მოქმედებს ჩვენ ნერვულ სისტემაზე , თუმცა იოგასგან განსხვავებით, ბატუტზე ვარჯიში უკვე პირველივე წუთების მერე ავლენს შედეგს. ბატუტზე ხტომისას გეხსნებათ სტრესი,დეპრესია, ცუდი ხასიათი და რაც მთავარია შეუდარებელ განწყობაზე დგებით.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბატუტზე ხტომისას სარგებელი 68%-ით აღემატება სირბილის უპირატესობებს
სარბენი ბილიკისგან განსხვავებით , J U M P I N G   F I T N E S S-ის დროს ბატუტის ზედაპირი ახდენს ძარღვებზე დატვირტვის კომპენსირობას 80%-მდე .აქედან გამომდინარე ბატუტზე ვარჯიშის 10 წუთი ეფექტურობით უდრის სარბენ ბილიკზე ვარჯიშის 30 წუთს.
ბატუტზე ხტომა სხვა სახის აქტივობისგან განსხვავებით პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ლიმფურ სისტემაზე. გამოდევნის ორგანიზმიდან ცხიმსა და ტოქსინებს, ვირუსს, ასევე ებრძვის კიბოს უჯრების განვითარებას .
რეგულარული ხტომა ბატუტზე შესანიშნავი კარდიო ვარჯიშია, ის 10-ჯერ აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც სწორ კვებასთან ერთად, ფანტასტიურ შედეგს იძლევა!!!

                                                                            

რატომ J U M P I N G   F I T N E S S ?  მეცნიერულად დასაბუთებული 10 მიზეზი:

1. ბატუტზე ხტუნვისას გამომუშავდება ენდორფინი ("ბედნიერი ჰორმონების"), რაც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სტრესის, დეპრესიისა და დაღლილობისგან 
2. ეხმარება თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას, რაც წონაში კლებაზე აისახება
3. აუმჯობესებს კუნთების ტონუსს და აძლიერებს მათ 
4. ხელს უწყობს რელაქსაციას და უკეთეს ძილს
5. ხსნის ზურგის, კისრისა და თავის არეში არსებულ ტკივილებს
6. შესანიშნავი სახსრების გასავარჯიშებლად (რბილ ზედაპირზე ხტუნვისას სახსრებზე ზემოქმედება მცირდება, რაც ნაკლებად ტრამვულია) 
7. აჩქარებს ლიმფურ ცირკულაციას და ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან 
8. აუმჯობესებს მოტორიკას და კოორდინაციას 
9. ავითარებს კონცენტრაციას, რაც თქვენი პროდუქტიულობის პირდაპირპროპორციულია 
10. ვარჯიშის დროს სიცილი, ღიმილი და ხალისი გარანტირებულია 

                                                       


Jumping Fitness - აქციეთ ვარჯიში სიამოვნებად