ფრაქციული ლაზერი

                           






დაბერებასთან ბრძოლის რევოლუციური ტექნოლოგია


ლაზერული ტექნოლოგია FRAXEL - ეს არის რევოლუცია აპარატურულ კოსმეტოლოგიაში. ფრაქციული ლაზერი არაინვაზიური და უსაფრთხო კოსმეტიკური პროცედურაა, რომელიც ებრძვის კანის დაბერებას.

                                         

FRAXEL ეს არის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდი, რომელიც გამორიცხავს ასაკობრივ, თუ სხვა კოსმეტიკურ დეფექტებს, და სრულად უბრუნებს კანს ახალგაზრდულ იერს! 

                                       

ფრაქციული ლაზერის ზემოქმედებით, იწყება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება, ხდება კანის ახალი უჯრედების ფორმირება. ლაზერის უწვრილესი სხივი პროცედურას მაქსიმალურად უსაფრთხოსა და უმტკივნეულოს ხდის. შედეგიც, პრაქტიკულად, მალევე შესამჩნევია - სულ რაღაც 4 სეანსის შემდეგ კანი 10-15 წლით ახალგაზრდავდება!

 

ფრაქციული ლაზერით სარგებლობის ჩვენებები:


o     კანის დაბერების ნიშნები

o     პიგმენტური ლაქები

o     თვალის ირგვლივი შეშუპებები (ე.წ. «თიაქარი»)

o     ღრმადამიმიკურინაოჭები

o     მელაზმა

o     პოსტტრამვული და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები

o     სტრიები

o     აკნეს და სხვა ანთებითი დაავადებების (ჩუტყვავილა და სხვ.) შემდგომი ნაწიბურები


                                           

                                       

                                        




ფრაქციული ლაზერი - ტრავმატული პროცედურების უახლესი ალტერნატივა

                                           

FRAXEL ეფექტური, მაგრამ უსაფრთხო პროცედურაა. მისი უწვრილესი სხივი საშუალებას იძლევა მანიპულაცია კანის უფრო ღრმა(1,5 მმ.) ფენაში მოხდეს, ვიდრე ეს ტრადიციული ლაზერული პილინგის დროსაა შესაძლებელი. ფრაქციული ლაზერის სხივი, თვითონ პოულობს კანის ქვეშ არსებულ დაბერებულ კოლაგენსა და ელასტინს, რის შემდეგაც აღმოფხვრის მას. საპასუხოდ, ორგანიზმი რთავს აღდგენით ფუნქციას, და იწყება რეგენერაცია - წარმოიქმნება ახალი, უდეფექტო კანი. აღდგენის პროცესიც სწრაფად მიმდინარეობს, ხოლო თავად პროცედურა უსაფრთხოა. 

                                        

 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Fraxel  ანადგურებს ძველ უჯრედებს და რთავს ორგანისმის ბუნერვივი გაახალგაზრდავების პროცესს.


ფრაქციული ლაზერის უპირატესობები:


o     კანის შესამჩნევი გაუმჯობესება

o    კანის განახლება უჯრედულ დონეზე, ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების ხარჯზე

o    კოსმეტიკური დეფექტების აღმოფხვრა, მათ შორის ძლიერი პიგმენტაციის

o    შეიძლება გამოყენებულ იქნას სხეულის ნებისმიერ ნაწილზე (სახის, კისრის, გულმკერდის, ზურგის არეში, და ა.შ.) 

o    ტექნოლოგია რეკომენდებულია ყველა ტიპისა და ფერის კანისთვის

o    პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ძალია ნთხელ და მგრძნობიარე კანზეც კი

o    სწრაფი რეაბილიტაცია

o   მინიმალური დისკომფორტი  

o   მაქსიმალურად შესამჩნევი ეფექტი! 


                                 

                                 



ფრაქციული ლაზერის კურსი

                                          

დრო და ხანგრძლივობა, რომელიც დასჭირდება სპეციალისტს პროცედურის ჩასატარებლად, სრულად არის დამოკიდებული არსებულ პრობლემაზე - თუ რა ხასიათისაა კანზე არსებული დეფექტი და რა ფართობისაა ის. მაგ: მსუბუქი პრობლემის შემთხვევაში, საშუალოდ, 20-40 წუთი საკმარისი დროა. 

                                         

როგორც წესი, კანის ეფექტურ და სრულ გაახალგაზრდავებას 3-4 პროცედურა სჭირდება. სეანსებს შორის რეკომენდებული ინტერვალი ერთი თვეა.

                                       

როცედურის შემდეგ, სასურველია მოვერიდოთ მზის სხივებს. მაკიაჟის დატანა სახეზე მეორე დღიდანვეა შესაძლებელი.

   

FRAXEL ლაზერისპროცედურებისკურსი, თქვენს კანს,ახალგაზრდობას და ჯანსახ ფერს დაუბრუნებს - სახე უფრო მკვეთრ კონტურებს და თანაბარ რელიეფს შეიძენს.