კონტურული მაკიაჟი

                   


კონტურული / პერმანენტული მაკიაჟი


 30-60 წუთის განმავლობაში. კონტურული მაკიაჟის გაკეთებისას, კანი მუშავდება მიკროსკოპიულად. სპეციალური წვრილი ნემსების საშუალებით, ხდება უსაფრთხო მცენარეული საღებავის შეყვანა ეპიდერმისის მეორე შრემდე, სადაც არ არის განლაგებული კაპილარები.   


* პროცედურა 30-60 წუთს გრძელდება (გამომდინარე ზონიდან და დავალების სირთულიდან). 4 კვირის შემდეგ  შემდეგ საჭიროებს კორექციის ჩატარებას.  ეფექტი ნარჩუნდება 1-2 წლის მანძილზე, ზოგიერთ შემთხვევაში - უფრო დიდი ხნით.



კონტურული / პერმანენტული მაკიაჟის  შესაძლებლობები:


o   ტუჩების, წარბებისა და თვალების ასიმეტრიის გამოსწორება

o   ტუჩების მოცულობის გაზრდა, ფერისა და ფორმის შეცვლა, კონტურის გამოკვეთა

o   წარბების ფორმისა და ფერის კორექცია

o   ქუთუთოების ფორმის კორექცია და ხშირი წამწამების ეფექტის შექმნა


ღეროვანი ტატუაჟი - იდეალური წარბების საიდუმლო !

           

                      


წარბების ღეროვანი ტატუაჟი 

ტატუაჟი (პერმანენტული მაკიაჟი) წარბის კორექციის მეთოდია, რომლის დროსაც, ეპიდერმისის ზედა შრეში ხდება მინერალური ან მცენარეული შემადგენლობის პიგმენტის (საღებავის) შეყვანა. დღეისათვის, ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მეთოდს ღეროვანი ტატუაჟი წარმოადგენს, რომლის დროსაც სპეციალისტს, წარბის თითოეული ღერის გამოყვანა და დახატავა უწევს. ეფექტი ძალიან შთამბეჭდავია - მაქსიმალურად ბუნებრივი ვიზუალის წარბები.



ღეროვანი ტატუაჟის მეთოდები


ღეროვანი ტატუაჟის შესრულების 2 მეთოდი არსებობს: ევროპული და აღმოსავლური.

ევროპული მეთოდით დახატული წარბები ძალიან ბუნებრივად და ელეგანტურად გამოიყურება. ტატუაჟი პატარა შტრიხებით კეთდება, და წარბის თითოეული ღერი დაახლოებით ერთი და იგივე სისქის და სიგრძისა (0,5 - 1 სმ.), ამასთან, ყველა დახატული ღერი მიმართულია მაღლა. ევროპული მეთოდით შესრულებულ ტატუაჟს ლამაზად დავარცხნილი წარბების ეფექტი აქვს, რაზედაც ძალიან ბევრი ქალი ოცნებობს. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ, წარბების კორექცია 10 თვეში ერთხელაა მიზანშეწონილი.

                                               



აღმოსავლური მეთოდი, ევროპულთან შედარებით, უფრო რთული შესასრულებელია. სამაგიეროდ, ძალიან გაგიჭირდებათ დახატული წარბების ნადმვილისგან გარჩევა. რაში მდგომარეობს ტექნიკა? 

წარბის თითოეული ღერი (ისევე როგორც ევროპული მეთოდის დროს) მკაცრად ზევითაა მიმართული, თუმცა აი ღერების სიგრძე ვარირებს და სხვადასხვა სიგრძისაა - ზოგიერთი შტრიხი, საერთო ფონიდან სპეცილაურად გადმოცდენილად იხატება, რომ წარბს კიდევ უფრო მეტად ბუნებრივი იერი ჰქონდეს. მხოლოდ გამოცდილი ტავლი მიხვდება, რომ წარბი ტატუაჟითაა შესრულებული. აღმოსავლურ ტატუაჟს უფრო ხანგრძლივი ეგექტი ახასიატებს და მისი კორექცია წელიწადში ერთხელაა რეკომენდებული.

                               

                                     


ღეროვანი ტატუაჟის უპირატესობები

ღეროვანი ტატუაჟის დახმარებით შესაძლებელია კოსმეტიკური და ესთეტიკური პრობლემების მოგვარება. ზოგადად, წარბი, სახის ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხია. მისი სიხშირე, ან სიმეჩხრე ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის საერთო ვიზულაში, და შეუძლია რადიკალურად შეცვალოს გარეგნობა. სახლის პირობებში,  წარბების პინცეტით ხშირი ამოპუტვის შედეგად, ტრამვირებული თმის ღერები უფრო სუსტი და უსიცოცხლოა. ხშირად, ქალბატონებს უნდათ დაიბრუნონ ხშირი წარბები, მაგრამ მათი თავიდან გაზრდა უკვე აღარ გამოსდით... გარდა ამისა, ფაქტობრივად შეუძლებელია წარბის ფორმის რადიკალური შეცვლაც... სწორედ ასეთ დრო, მიმარტავენ ქალბატონები წარბების ტატუაჟის პროცედურას.



ღეროვანი ტატუაჟი გვეხმარება:

  • ·მივანიჭოთ წარბებს სიხშირე და სისქე
  • ·შევცვალოთ წარბების ფორმა  (რადიკალურადაც კი)
  • ·გავასწოროთ ასიმეტრია
  • ·დავფაროთ წარბების ზონაშ არსებული ნაწიბურები და სხვადასხვა დეფექტები

                                       



როგორ შევარჩიოთ ფერი

ზოგიერთი ადამიანის აზრით, წარბების ნატურალი ფერი - საუკეთესოა. თუმცა, ქალბატონების უმრავლესობა იღებავს თმას, ხშირად ბუნერბივისგან რადიკალურად განსხვავებულ ფრად, ამიტომ წარბების ფერიც უნდა ჰარმონიულად ერწყმოდეს თმისას.

ღია ფერის თმის მქონე ქალბატონებმა, თვაინთი არჩევანი სჯობს ყავისფერ გამაზე შეაჩერონ, ფერის ინტენსივობას განსაზღვრავს სპეცილაისტი, პაციენტთან შეთანხმებით.

მუქ თმიან ქალბატონებს, შესაბამისად, მუქი ტონები მოუხდებათ. წითურებს კი უფრო თბილი ფერები - ყავისფერსა და მოწითალო ტონებს შორის.


პროცედურის ხანგრძლივობა და თავისებურება

პროცედურის ხანგრძლივობა, საკორექციო წარბის სირთულიდან გამომდინარე ვარირებს, და საშუალოდ 1-2 საათს წარმოადგენს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თავდაპირველად ტატუაჟის ფერი გაცილებიტ უფრო მუქი იქნება, თუმცა დაახლოებით 1 კვირაში გაღიავდება და საბოლოდ სასურველ ფერს მიიღებს.

                                             

უკუჩვენებები

მიუხედავად იმისა, რომ ღეროვანი ტატუაჟი უვნებელ პროცედურად ითვლება, მაინც არსებობს რისკ ჯგუფები, რომელთათვისაც არ არის რეკომენდებული მისი ჩატარება, უკუჩვენებებია:

  • ·ფეხმძიმობა და აქტაცია
  • ·ანტებითი და ვირუსული დაავადებები
  • ·სისხლის შედედბის პრობლემა
  • ·კანის მაღალი სენსიტიურობა
  • ·მაღალი არტერიული წნევა
  • ·ეპილეფსია ან ონკოლოგიური დაავადებები 
  • ·რომელიმე მინერალური კომპონენტის მიმართ ალერგია