ბოტოქსი


ისტორიული ფაქტები: 

გასული საუკინის, 80-იან წლებში, ბოტოქსი ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში გამოიყენებოდა. მისი გამაახალგაზრდავებელი თვისებების აღმოჩენა შემთხევით მოხდა - პაციენტებს, გვერდით მოვლენად, აღენიშნებოდათ თვალის ირგვლივ, ცხვირ-ტუჩისა და შუბლის არეში ნაოჭების ბუნებრივი გასწორება... ამის შემდეგ, ბოტოქსის ინექცია კიდევ უფრო დაიხვეწა და დღეს, თანამედროვე კოსმეტოლოგიის განუყრელ ნაწილად იქცა.


როგორ მოქმედებს:

პრობლემურ ზონებში (მიმიკური ნაოჭების ადგილები) ხდება ბოტოქსის ინექციის გზით შეყვანა. ეს კი,  დროებით (6-12 თვე), მიმიკური კუნთების მოდუნებას და ნაოჭების ბუნებრივ გასწორებას იწვევს. გარდა ამისა, ბოტოქსი გამოიყენება ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობა) დროსაც.


ბოტოქსი გამოიყენება შემდეგ პრობლემ ზონებზე, ნაოჭების ასალაგებლად:


o  შუბლი (ე.წ. გოფრე)

o  წარბებს შორის (ე.წ. "მრისხანების ნაოჭი")

o  ზედა ტუჩისა და ცხვირ-ტუჩის მიდამო

o  თვალის ირგვლივ