მეზოთერაპია

დამატებითი ინფორმაცია:

ანტიცელულიტური მეზოთერაპია:

ეს პროცედურა მიმდინარეობს ახალი თაობის ლიპოლიზური პრეპარატების გამოყენებით. ის სედგება 7-15 პროცედურისგან  პრობლემიდან გამომდინარე და 10 დღიანი ინტერვალებით.

ფერიმჭამელების, ლაქებისა და პიგმენტების მოსაშორებლად გამოიყენება A, C ვიტამინებით მდიდარი კოქტეილები, და 6 პროცედურაა საჭირო, 7-10 დღიანი ინტერვალებით. 

აქვს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა მეზოთერაპიას?

მეზოთერაპიას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობები. თუ გაახალგაზრდავების მიზნით კეთდება ეს პროცედურა, მაშინ იგი უნდა ჩატარდეს ასაკობრივი ცვლილებების ნიშნების გაჩენის შემდეგ (30 წლის შემდეგ). ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, თუ პაციენტს ჭირდება ანტიცელულიტური მეზოთერაპია, აკნეს და პიგმენტური ლაქების მკურნალობა, თმის ცვენის შეჩერება და ა.შ.

კონტრაცეპტივების მიღება არ წარმოადგენს მეზოთერაპიის უკუჩვენებას, თუმცა ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს ამის შესახებ, რათა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება გაითვალისწინოს.