COMPLET SYSTEM

  




COMPLET  SYSTEM  / კომპლით სისტემა - კოსმეტიკური კომბაინი                      

                                                                                                                             

                                           

აღწერა

აპარატი ასრულებს ყველა საბაზისო კოსმეტოლოგიურ პროცედურას: ლიფტინგი და გალვანიკა - კანის გამკვრივება და გადაჭიმვა, დ’არსონვალი - ბაქტერიციდული ეფექტი და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება; დეზინკრუსტაცია და იონიზაცია - ღრმა წმენდა და აქტიური ნივთიერებების შეყვანა; ვაკუუმ პროცედურები - ვაკუუმური წმენდა და პილინგი; ბროსაჟი - კანის მექანიკური წმენდა.


COMPLET  SYSTEM-ის ფუნქციები:

  1. დ’არსონვალი
  2. ელექტრომიოსტიმულაცია
  3. იონოფორეზი
  4. დეზინკრუსტაცია
  5. პილინგი-ბროსაჟი
  6. ვაკუუმური წმენდა და ვაკუუმური მასაჟი
  7. ვაკუუმ სპრეი


დ’არსონვალი - მაღალი ძაბვისა და სიხშირის, მაგრამ დაბალი ინტენსივობის ელექტრული დენი. ელექტრული ნაკადი მიემართება კანისკენ  სხვადასხვა ფორმის რამოდენიმე შუშის ელექტროდის მეშვეობით, მათი შერჩევა დამოკიდებულია სამოქმედო ზონის ზედაპირზე. კანზე დ’არსონვალის ზემოქმედებით აქტიურდება სისხლის მიმოქცევა,  მატულობს ტონუსი, ქსოვილების ტროფიკა და ოქსიგენაცია უმჯობესდება. გარდა ამისა, ხდება მიკროორგანიზმების გაუვნებლყოფა და შესაბამისად, მიმდინარეობს კანზე არსებული ანთებითი პროცესის რეგრესი.


ელექტრომიოსტიმულაცია -  მეთოდი, რომელიც ეფუძნება იმპულსური ელექტრული ნაკადის გამოყენებას. ეს მეთოდი იდეალურად ამკვრივებს სახის კუნთებს და აუმჯობესებს ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. კუნთების შეკუმშვა ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას. ელექტრომიოსტიმულაცია შეიძლება ჩატარდეს ლაბილური მეთოდიკით, მეტალის ელექტროდებით -  დამოუკიდებლად, ან იონოფორეზთან ერთად. აგრეთვე, შესაზლებელია სტაბილური მეთოდიკის გამოყენებაც, წებვადი ზედაპირის მქონე ელექტროდებით , რომელიც მოწოდებული სქემის მიზედვით ნაწილდება სახისა და კისრის ზედაპირზე.   


იონოფორეზის დროს, ხდება იმ იონების ტრანსპორტირება, რომლების კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაშია. ისინი შედიან კანის ღრმა შრეებში და აუმჯობესებენ ნებისმიერი პროცედურის ეფექტს. შეყვანილი პრეპარატის რაოდენობა ელექტრონაკადის ინტენსივობისა და პროცედურის დროის  პირდაპირპროპორციულია.


დეზინკუსტრაციის დროს, ხდება კანის ღრმა წმენდა, ზედმეტი ცხიმის მოშორება და ნარჩენი პროდუქტების ფორებიდან გამოდევნა.


პილინგ-ბროსაჟი  -  გამოიყენება კანის მექანიკური წმენდისთვის და გარქოვანებული ეპიდერმისის მოსაშორებლად. ამ მეთოდის შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ოქსიგენაცია, უჯრედების კვება. ეს მეთოდი განსაკუთრებით რეკომენდებულია, ფორებიანი, დევიტალიზირებული, მოშვებული კანისთვის. გარქოვენებული უჯრედების მოშორება ხელს უწყობს და აუმჯობესებს გამოყენებადი კოსმეტიკური საშუალებების მოქმედებას. ხოლო ამ მეთოდის დროს გამოყენებული პატარა ჯაგრისები, ახდენენ ქსოვილების მიკრომასაჟს.  ჯაგრისების ტრიალის სიჩქარე კონტროლირებადია.


ვაკუუმური წმენდა ხორციელდება ვაპორიზატორით, კანის დამუშავების შემდეგ. ეს მეთოდი ხელს უწყობს გარქოვანებული უჯრედების მოშორებას კანის ზედაპირიდან და ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრების გამავლობის აღდგენას.


ვაკუუმური მასაჟი  -  აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. რეკომენდებულია იერდაკარგული, სქელი და ასაკობრივი ცვლილებების მქონე კანისთვის.


ვაკუუმ სპრეი ახდენს მექანიკურ და რეფლექტორულ მოქმედებას კანის რეცეპტორებზე ზემოქმედების გზით. მისი მეშვეობით კანის ტონიზაციის და დამატენიანებელი კოსმეტიკური საშუალებების მოქმედების ეფექტურობა მატულობს.