FACE SYSTEM


ფეის სისტემის (Face System) გამოყენება საშუალებას იძლევა ჩატარდეს კომპლექსური მკურნალობა და რეაბილიტაცია, სხვადასხვა კომბინირებული მეთოდებით, მაქსიმალური ეფექტების მისაღწევად. 


 აღწერა


სახის სპეციალური სპა-კაფსულა ასრულებს 10 კომპლექსურ კოსმეტიკურ პროგრამას: გამკვრივება, ბიოლიფტინგი, კვება, შეშუპების მოხსნა, სპა-კომფორტი, დატენიანება, ლიპობალანსი, დეტოქსიკაცია, ანტისტრესი და ოპერაციის შემდგომო რეგენერაცია. პროგრამები ბაზირებულია ყველაზე თანამედრვე ტექნოლოგიებზე: თერმოთერაპია, კრიოთერაპია, ქრომოთერაპია, შიაცუს მასაჟი, კანის აქტიური იონიზაცია (IPD სისტემა), ენერგეტიკული მასაჟი, მიკროტალღოვანი ელექტროლიფტინგი და აუდიოთერაპია.


სპა-კაფსულა კომპიუტერიზებულია, ამიტომ შესაფერისი პროგრამისა და რეჟიმის შერჩევა მარტივად ხდება. ამასთან, შესაძლებელია პაციენტის ესა თუ ის პრობლემა ინდივიდუალურად მოგვარდეს.  სპა-კაფსულის გამოყენებისას შეინიშნება შემდეგი დადებითი დინამიკა:   

  

o  კანის ტენიანობის გაუმჯობესება - 23.7%

o   ცხიმიანი კანის შემთხვევაში, ცხიმიანობის დაქვეითება (- 13-14%

o   მშრალი კანის შემთხვევაში, ზედაპირული ლიპიდების დონის ზრდა - 6-8%

o  აკნეს დროს შემთხვევაში, ანთებითი რეაქციების შემცირება შეიმჩნევა 100%


*კლინიკური ეფექტები ნარჩუნდება 3-5 თვის მანძილზე. 


მეთოდიკა არის უსაფრთხო, არაინვაზიური, და არ ხდება ირგვლივ არსებული ჯანსაღი ქსოვილების ტრავმირება.  სპა-კაფსულის გამოყენება მიზანშეწონილია, ასევე,  პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდში, რეგენერაციის დასაჩქარებლად. ამ დროს შეინიშნება შეშუპების შემცირება, ინფილტრეტების გაწოვა, მიკროცირკულაციის მაჩვენებლების გაუმჯობესება, ნაოპერაციებ ზონაზე მგრძნობელობის აღდგენა.


Face System-ის გამოყენება  ხელს არ უშლის სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყებნებას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს გარკვეულ ბრენდზე მიჩვევას. 


რეკომენდებულია:

       o    პლასტიკური ოპერაციების შემდგომი გართულებები: ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევები და შეშუპება




1. ქრომოთერაპია

ფერების გამოყენება თერაპიული და სამედიცინო მიზნებისთვის. ის აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას. ფერების  კანზე ზემოქმედება  სახეზე ჩასატარებელი კოსმეტოლოგიური პროცედურების პოტენციურ შესაძლებლობებს ზრდის. Face System შესაძლებელს ხდის  ყველა ტიპის კანისთვის ფერის ინდივიდუალიზაციას და ამყარებს მიღებულ შედეგს.


ძირითად ფერებს წარმოადგენს:


2.  ენერგეტიკული მასაჟი:

 მასაჟის აბსოლუტურად ახალი კონცეფცია, რომელიც ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს: ერთის მხრივ, აპარატში არის იმპულსური დენის სისტემური გენერატორი, რომელიც კანის საფარველს აჯერებს ენერგიით და მეორეს მხრივ, მასაჟის მეშვეობით ხდება ამ ენერგიის გადანაწილება.


როგორც კი ენერგია აღწევს კანის საფარველამდე, იწყება:


       o    ეპიდერმისში აქტიური კომპონენტების აბსორბციის გაუმჯობესება

3.  თერმოთერაპია

თერმოთერაპიის დროს, თერაპიული მიზნებით,  ხდება ადამიანის სხეულის ტემპერეტურაზე მაღალი ტემპერატურის მქონე ელემენტების მეშვეობით ზემოქმედება. სითბო - ეს არის ენერგია, რომელიც გენერირდება და იწვევს ქსოვილებში ფიზიკურ, მექანიკურ და ელექტროქიმიურ ცვლილებებს, შესაბამისად აქვს სამკურნალო ეფექტი.

 

Face System-ის მეშვეობით თბილი და ცივი ელემენტები თანაბრად მოქმედებენ სახის კანზე. ეს ქმნის კომფორტის სასიამოვნო შეგრძნებას ხილული შედეგებით: მიკროცირკულაციის ადგილობრივი სტიმულაციით, უჯრედული რეგენერაციითა და კანის რელაქსაციით - სითბოს მეშვეობით; ერთდროულად გამამკვრივებელი და მატონიზირებელი ეფექტებით - სიცივის დახმარებით.


4.  კრიოთერაპია

ეს არის ადამიანის სხეულზე სიცივით ზემოქმედება, სამედიცინო და თერაპიული მიზნებით. ადგილობრივად გამოყენებისას, ხდება კონკრეტულ ზონაში მგრძნობელობის დაქვეითება, ხოლო სისხლძარღვების შევიწროვებისას, კი ხდება სიმკვრივისა და ტონუსის მატება.


5.  მასაჟი შიაცუს მეთოდით

 თანამიმდევრული ავტომატური მასაჟი ჰაერის ნაკადით, რაც ქმნის კომფორტის შეგრძნებას, კანის მდგომარეობის ხილული შედეგითა და მიმღეობის გაუმჯობესებით ხასიათდება.


ზემოქმედება ხდება დახურული სივრცის მეშვეობით, რომელიც მოთავსებულია თავისა და კისრის არეში, აქ ხდება პროცესორით კონტროლირებადი ჰაერის  მიწოდება. ეს სისტემა ჰგავს პრესოთერაპიას. უნდა აღინიშნოს, რომ სივრცეების შევსება ხდება თანდათანობით და უზრუნველყოფს შემდეგი ეფექტების განვითარებას:


        o     სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება


6. მიკროტალღოვანი ელექტროლიფტინგი

მიმიკური კუნთების  ლიფტინგის ეფექტით ხასიათდება. მეთოდის არსი მდგომარეობს მასტიმულირებელი მიკროტალღების გამოყენებაში. დაბალი ინტენსივობის იმპულსების გახანგრძლივებული მოქმედება აისახება კანის მიკროსტრუქტურის დონეზე, სისხლძარღვებსა და კუნთოვან ბოჭკოებზე. 


შედეგი:


       o    დერნაჟული ეფექტი და მიკროცირკულაციის აქტივაცია


 ამ სისტემაში გამოიყენება სპეციალურად შერჩეული პოტენციალთა სხვაობა, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალური ელექტრული ნაკადის არსებობას, რაზეც კანი რეაგირებს, ამასთან, არაა საჭირო ელექტრო იმპულსების ძალის გაზრდა. ამ ნაკადის მეშვეობით, პრეპარატი კარგად შეიწოვება ეპიდერმისიდან და ხელს უწყობს უჯრედების უკეთეს ფუნქციონირებას. 


 აქტიური ნივთიერებების შეწოვა კანის რქოვანა შრიდან ხდება, სადაც მათი დიდი კონცენტრაცია გროვდება, შემდგომ, კი გაიწოვება ღრმა შრეებში.


8.  აუდიოთერაპია

Face System-ის  მუსიკალური თერაპია ხელს უწყობს პაციენტის რელაქსაციას.