ცხვირის პლასტიკა

                                 


რინოპლასტიკა - ცხვირის პლასტიკური ოპერაცია


ესთეტიკური რინოპლასტიკა გულისხმობს ცხვირის ფორმის  კორექციას : ცხვირის ზომის, , ნესტოების ფორმის შეცვლას, კეხის მოშორებას; ცხვირის პროპორციულობის გაუმჯობესება  სხვა ნაკვთებთან მიმართებაში, ქმნის დახვეწილ და ჰარმონიულ გარეგნობას.

სეპტორინოპლასტიკა გულისხმობს, დამატებით, რეკონსტრუქციულ ოპერაციას: შინაგან სტრუქტურათა აღდგენას, ძგიდის დეფორმაციების გასწორებას ცხვირით სუნთქვის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.


განსაკუთრებული მითითებები:

ოპერაციის ჩატარებისთვის ასაკობრივი ქვედა ზღვარი სასურველია არ იყოს 17–18 წელზე ქვევით. თუ პაციენტს აქვს სუნთქვის ფუნქციის დარღვევა, ამ ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია ადრეულ ასაკშიც.


წინასაოპერაციო პერიოდი:

ოპერაციამდე პაციენტს უტარდება გამოკვლევები, ისინჯება ქირურგის მიერ და სურვილის შემთხვევაში ტარდება კომპიუტერული მოდელირება,- ცხვირის ოპტიმალური ფორმის დაგეგმარება პაციენტის სურვილის და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

გაუტკივარების მეთოდი და ოპერაციის ხანგრძლივობა:

რინოპლასტიკა ტარდება ზოგადი ანესთეზიით.  ოპერაცია ტარდება ღია მეთოდით  და მისი  ხანგრძლივობა ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე  გრძელდება დაახლოებით 2 – 5 საათი.

                                                            


ოპერაციის შემდგომი პერიოდი:

პაციენტი ოპერაციის შემდეგ კლინიკაში რჩება 1 დღე. ოპერაციიდან 7–12 დღის მანძილზე ატარებს თაბაშირს ან მის შემცვლელ თერმოპლასტიურ ფიქსატორს. ოპერაციის შემდგომ პაციენტი 2 კვირის მანძილზე იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ: ეხსნება ნაკერები, უტარდება გადახვევები. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 7–15 დღეში.


გვერდითი მოვლენები:

ოპერაციის შემდგომ პერიოდში აღინიშნება ცხვირის და მიმდებარე ქსოვილების შეშუპება. ხშირ შემთხვევაში თვალის ირგვლივი დალურჯება, რომელიც  ალაგდება 7–14 დღის მანძილზე.