ცხვირის პლასტიკა
რინოპლასტიკა - ცხვირის პლასტიკური ოპერაცია
ესთეტიკური რინოპლასტიკა გულისხმობს ცხვირის ფორმის კორექციას : ცხვირის ზომის, , ნესტოების ფორმის შეცვლას, კეხის მოშორებას; ცხვირის პროპორციულობის გაუმჯობესება სხვა ნაკვთებთან მიმართებაში, ქმნის დახვეწილ და ჰარმონიულ გარეგნობას.
სეპტორინოპლასტიკა გულისხმობს, დამატებით, რეკონსტრუქციულ ოპერაციას: შინაგან სტრუქტურათა აღდგენას, ძგიდის დეფორმაციების გასწორებას ცხვირით სუნთქვის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
განსაკუთრებული მითითებები:
ოპერაციის ჩატარებისთვის ასაკობრივი ქვედა ზღვარი სასურველია არ იყოს 17–18 წელზე ქვევით. თუ პაციენტს აქვს სუნთქვის ფუნქციის დარღვევა, ამ ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია ადრეულ ასაკშიც.
წინასაოპერაციო პერიოდი:
ოპერაციამდე პაციენტს უტარდება გამოკვლევები, ისინჯება ქირურგის მიერ და სურვილის შემთხვევაში ტარდება კომპიუტერული მოდელირება,- ცხვირის ოპტიმალური ფორმის დაგეგმარება პაციენტის სურვილის და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
გაუტკივარების მეთოდი და ოპერაციის ხანგრძლივობა:
რინოპლასტიკა ტარდება ზოგადი ანესთეზიით. ოპერაცია ტარდება ღია მეთოდით და მისი ხანგრძლივობა ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე გრძელდება დაახლოებით 2 – 5 საათი.