"გალიფეს" კორექცია



                      

                 



"გალიფე" - თეძოს ზონაში დეპონირებული ცხიმის ფენა, რომელიც მკვეთრად ცვლის სხეულის ქვედა ტანის მოყვანილობას.

ეს პრობლემა, ძირითადი მახასიეთებელია კავკასიელი ქალებისათვის - ქართველი ქალბატონების 90% აწუხებს "გალიფეს" ზონაში არსებული ჭარბი ცხიმი.

       


რა არის გამომწვევი მიზეზი ?


- ცხიმის ასეთი სპეციფიური ჩალაგების მიზეზი ბევრია და კომპლექსური, მათ შორის აღსანიშნავია: ცელულიტის პირველადი ჯიბე, მოშვებული დუნდულოს კუნთები, მოდუნებული კანი, უვარჯიშებელი სხეული ან/და არასწორი ვარჯიშები და მჯდომარე ცხოვრების წესი, არასწორი კვება...
არ უნდა დაგვავიწყდეს ძირითადი ფონი - გენეტიკა და ჰორმონები; აღნაგობა, რომელიც ქართველ ქალებს დედებისგან, ბებიებისგან გადმოგვეცა. "გალიფე" (თეძო), ძირითადი მახასიეთებელია კავკასიელი ქალებისათვის, მაგრამ მაღალი ესტროგენული ფონი განსაზღვრავს განსაკუტრებით თეძოს ჭარბ ცხიმიანობას. არასწორი კვება და ცხოვრების წესი, თეთრეული, ტანსაცმელი აღრმავებს პრობლემას, ხელს უწყობს გალიფეს ზონაში ცხიმის დაგროვებას და ართულებს მასთან ბრძოლას.

რით შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ პრობლემას ?


- "გალიფეს" ზონაში ჭარბი ცელულიტი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს - უნდა განისაზღვროს ჰორმონალური ფონი, გენეტიკური მახასიათებლები, მენჯის ძვლის ანატომია...
ლოტუსში, წამყვანი სპეციალისტების მიერ შემუშავდა სპეციალური "გალიფეს" კორექციის პროგრამა, რომელიც აქრობს არასასურველ ცხიმს, ამკვრივებს მოშვებულ კანსა და კუნთებს.


  



რას უნდა ველოდოთ სპეციალური პროგრამის გავლის შემდეგ ?


- ხდება ლოკალურად "გალიფეს" კანქვეშა ცხიმის დარბილება, ზომაში შემცირება და კუნთების გავარჯიშება. პირველადი ეფექტი ჩანს 3-4 პროცედურის შემდგომ, კურსის დასრულებისას კი ვიღებთ სასურველ შედეგს.


მტკივნეულია ?

- ზოგი პროცედურა გარკვეულ (ასატან) დისკომფორტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს დისკომფორტი მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში გრძელდება.