ღაბაბის კორექცია

         



მოშვებული ღ ა ბ ა ბ ი ს კორექცია,   ოპერაციის გარეშე 




                     ღაბაბი, ელასტიურობა დაკარგული მოშვებული კანია, რომლის ძირშიც გროვდება ცხიმი.


პრობლემამ, შესაძლოა, თავი იჩინოს ახალგაზა ასაკშიც , თუმცა უფრო ხშირია მოშვებული ღაბაბი 30 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ამ დორს, ორგანიზმში ილევა ბუნებრივად არსებული კოლაგენისა და ელასტინის მარაგი, შედეგად კანი კარგავს სიმკვრივეს, ეშვება და მის ძირში გროვდება ცხიმი.



რა არის ღაბაბის წარმოქმნის მიზეზები?


  1. გენეტიკური ფაქტორი
  2. ზედმეტი წონა 
  3. წონაში სწრაფი მატება ან/და სწრაფი გახდომა
  4. მოუხერხებელი ძილი...


როგორ ვებრძოლოთ ღაბაბს ?


- პრობლემასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ლიპოსაქცია ითვლება, თუმცა არსებობს ჩვენებები, როცა ლიპოსაქცია პრობლემას ვერ აგვარებს, ან არ არის მიზანშეწონილი...

"ლოტუსი" გთავაზობთ მოშვებული ღაბაბის კორქციას ქირურგიული ჩარევის გარეშე - აპარატურული და ინექციური მეთოდის ერთობლიობით.



როგორ მოქმედებს პროცედურა ?


- პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერებები აღწევს ცხიმოვან კაფსულაში, არღვევს მას და აკეთებს ცხიმის დრენირებას ლიმფური სადინრებისკენ. ულტრათანემედროვე ულტრაბგერითი და ვაკუუმოთერაპიის აპარატი კი შლის ცხიმებს და კანს მატებს ელასტიურობასა და სიმკვრივეს.
პროცედურის შემდეგ კანი ხდება გლუვი და ელასტიური,პრობლემურ ზონაში ცხიმი ქრება ან მნიშვნელოვნად იკლებს ზომაში.



რამდენ ხანში დგება სასურველი შედეგი ?


- შედეგი დგება 2-4 პროცედურის შემდეგ. პროფილაქტიკის მიზნით, სასურველია კურსის განმეორება, წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ.



მტკივნეულია თუ არა პროცედურა ?


- პროცედურა გაუტკივარებით ტარდება, ამიტომ დისკომფორტი მინიმუმამდეა დაყვანილი