ფრჩხილის სოკოს მკურნალობა

             

ფრჩხილის სოკოს მკურნალობა

რამოდენიმე ხნის წინ დაზიანებულ ფრჩხილს კი არ მკურნალობდნენ, არამედ აშორებდნენ... ახლა ფრჩხილის მოშორება საჭირო აღარ არის!

"ლოტუსი" გთავაზობთ ფრჩხილის სოკოს მკურნალობას დერმატოლოგიური ლაზერის საშუალებით !

ეს არის საუკეთესო ლაზერი ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ.

სრული კურსი:

ფრჩხილის სოკო (ონიხომიკოზი) იწყება ტერფის სოკოსაგან. თავდაპირველად ტერფზე იქერცლება კანი, ჩნდება ქავილი და ბზარები თითებს შორის, ჩნდება არასასიამოვნო სუნი. თუ არ მიიღებთ ზომებს ტერფის მიკოზის სამკურნალოდ, განვითარდება ონიხომიკოზი

ფრჩხილის სოკოს წარმოშობის მიზეზები:


რამოდენიმე ხნის წინ დაზიანებულ ფრჩხილს კი არ მკურნალობდნენ, არამედ აშორებდნენ, რადგან ამოსული ფრჩხილიც დაზიანებული იყო ონიხომიკოზით. ახლა ფრჩხილის მოშორება საჭირო აღარ არის, რადგან დერმატოლოგიური ლაზერის საშუალებით ხდება დაზიანებული ფრჩხილის მკურნალობა და საბოლოოდ განკურნება.
ფრჩხილი ლამინირებულ ფირფიტას წააგავს, რომელიც ცილოვანი ნივთიერებისგან – კერატინისგან არის აგებული. ახალ-ახალი უჯრედები ფრჩხილის ძირში წარმოიქმნება, სწორედ იმ ადგილას, რომელიც თხელი, ლამის გამჭვირვალე ქსოვილით – ნუნით ანუ კუტიკულით არის დაფარული. ახალი უჯრედები ძველებს აწვებიან, ძველები წინ-წინ მიიწევენ და ფრჩხილიც იზრდება.
ჯანმრთელი ფრჩხილი გლუვი, ერთფეროვანი და ერთგვაროვანია, არც ლაქები აქვს და არც ბორცვაკები, თუმცა მცირე ცვლილებები ყოველთვის დაავადებაზე არ მიუთითებს. მაგალითად, შესაძლოა, ფრჩხილის ფუძიდან კიდემდე ვერტიკალური ხაზი გაჩნდეს და ერთ დროს იდეალურად ლამინირებულმა ფირფიტამ ერთგვაროვნება დაკარგოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ასაკის ბრალია. კიდევ ერთი უვნებელი ცვლილებაა თეთრი ლაქები, რომლებიც ზოგჯერ ფრჩხილის ტრავმის შედეგად ჩნდება, ზოგჯერ კი სრულიად უმიზეზოდ და, როგორც წესი, ფრჩხილის ზრდასთან ერთად ქრება.

ცხადია, არსებობს საყურადღებო ნიშნებიც, რომლებიც ამა თუ იმ დაავადებაზე (თუნდაც მსუბუქზე, უმნიშვნელოზე) მეტყველებს. ესენია: