ოქსიგენოთერაპია


ოქსიგენოთერაპია გამაახალგაზრდავებელ პროცედურას წარმოადგენს. აპარატული ოქსიგენოთერაპიის დროს ხდება კანის „დანამვა“ ჟანგბადით, ასევე, კოსმეტიკური საშუალებების მოქმედების ეფექტურობის გაუმჯობესება. „პულს თერაპია“ ითვალისწინებს მაღალი პროცენტული შემცველობით (98%) ჟანგბადის კანზე დატანას, რის შედეგადაც კანის ღრმა სტრუქტურებში აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ძლიერდება კანის დამცველობითი ფაქტორების გამომუშავება და კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი. 


პროცედურის შედეგად ხდება ანთებითი ელემენტების ალაგება, მატულობს ტურგორი, სიმკვრივე, ვლინდება ლიფტინგის ეფექტი – კანი 
იძენს ჯანსაღ იერსა და ფერს. 


*პროცედურების ოპტიმალური რაოდენობაა 8–10 (კვირაში 2–ჯერ–3–ჯერ)