ფილერი


ფილერი


ფილერი ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპრატია (ინგ. filler - შემავსებელი).

 
ფილერის საშუალებით, შესაძლებელია ღრმა ნაოჭების ამოვსება და ვიზუალურად მათი გაქრობა (მაგ.: ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, წარბებს შორის ნაოჭი, შუბლის ნაოჭი, თვალის ირგვლივი ნაოჭები...). 


ფილერი, ასევე გამოიყენება მოცულობითი ეფექტის მისაღებად ტუჩის, ყვრიმალის, ნიკაპის მიდამოში, სახის ოვალის კორექციისთვის, ტუჩის კუთხის, თვალის კუთხის და წარბის ასაწევად; ქვედა ქუთუთოს კორექციისთვის.


გარდა შემავსებლის ფუნქციისა, ჰიალურონის მჟავა იწვევს წყლის შეკავებს და კოლაგენის გამომუშავების გააქტიურებას, შესაბამისად კანი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ტენიანი და ელასტიური, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი რჩება.



     ეფექტი დგება მომენტალურად და დროთა განმვლობაში შესაძლებელია პრეპარატის დამატება ეფექტის გაძლიერების მიზნით.


 *ფილერის შეყვანისთვის სასურველია კანი იყოს მომზადებული - დატენიანებული, რათა მისი ეფექტი ხანგრძლივად შენარჩუნდეს. ეფექტი ხანგრძლივობა საშუალოდ 12-14 თვეა - ინდივიდუალურია და  დამოკიდებულია შერჩეულ პრეპარტზე.