პილინგი




პილინგი


ლოტუსში“ ტარდება ორგვარი პილინგი: ქიმიური და მექანიკური. პილინგის დროს ხდება კანის ზედაპირული შრის ხელოვნური დაზიანება. შედეგად, ხდება სიცოცხლისუნარმოკლებული უჯრედების აშრევება და მათი ახლით შეცვლა. 

„ლოტუსში“ ქიმიური პილინგისთვის გამოიყენება ფრანგული წარმოების პრეპარატი. ამ მეთოდს იყენებენ ისეთი დაავადებებისა და კანის დაზიანების დროს, როგორებიცაა აკნე, ფოტოდაბერება, კერატომები, წვრილი ნაოჭები, ზედაპირული ნაწიბურები, დიდი ზომის ფორები, ჭორფლი და სხვა. შედეგად, ხდება ატროფიული ნაწიბურების მოცილება, ღრმა ნაოჭების გასწორება. კანის ზედაპირი ხდება გადაჭიმული და მიღებული ეფექტის შენარჩუნება 5-8 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.



მექანიკური პილინგი (მიკროდერმაბრაზია)

ამ დროს ხდება ალუმინის ოქსიდის მცირე ზომის კრისტალებიs კანზე დატანა წნევის ქვეშ. ისინი ახდენენ კანის ეპითელიუმის რეგენერაციის სტიმულირებას. მიკროდერმაბრაზია გავლენას ახდენს კანქვეშა ქსოვილზე, ააქტივებს კანქვეშა შრეების ცხოველქმედებას. დერმაბრაზიის მეშვეობით ხდება კანის ზედაპირის გასწორება, სისხლმომარაგების, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულაცია, კანის საერთო ტონუსი მატულობს, ის ხდება მეტად მკვრივი, გლუვი, სწორდება ნაოჭები და გამონაყარის შემდგომი ნაწიბურები კანზე.