RF ლიფტინგი


RF ლიფტინგი

RF ლიფტინგი ელექტრული ველის მოქმედებაა კანსა და კანქვეშა ქსოვილებზე. პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. 


პროცედურის საშუალებით ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა (ლიფტინგი) უოპერაციოდ, ხანგრძლივმომქმედი ეფექტით.
კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით, რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზეც, ახდენს კოლაგენის სინთეზის გააქტიურებას და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვან შემცირებას, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოების დაჭიმვას, ფიბროზული ქსოვილის ალაგებას. შედეგად, იმატებს კანის ტონუსი, იგი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური .

RF ლიფტინგის ჩვენებებია: მოშვებული, დაბერებული, გამომშრალი კანი, სტრიები, ნაოჭები, ცელულიტი.

* პირველი შედეგი ვლინდება მომენტალურად და შემდეგ თანდათან ძლიერდება. საბოლოო შედეგი მკრუნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ დგება და ეფექტურობას ინარჩუნებს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.