ლიპოსაქცია
ლიპოსაქცია - ცხიმოვანი ქსოვილების მოშორება
ლიპოსაქცია გულისხმობს ცხიმოვანი ქსოვილის ვაკუუმით მოშორებას. პროცედურა იძლევა სხეულის კონტურის კორექციის შესაძლებლობას, კანის დაზიანების გარეშე.
ცხიმოვანი ქსოვილი არის ორგვარი: ფუნქციონალური და სერეზერვო. ფუნქციონალური კანქვეშა ქსოვილი სხეულის ზედაპირზე თანაბრად ნაწილდება და განსაზღვრავს ქალის და მამაკაცის სხეულის ფორმას. გახდომისას აქვს სწრაფად შემცირების უნარი; სარეზერვო ცხიმოვანი ქსოვილი წარმოადგენს უფრო ღრმად განლაგებულ ცხიმოვან გროვებს, რომელიც ლაგდება სხეულის განსაზღვრულ მიდამოში და ცვლის სხეულის მოხაზულობას ანუ კონტურს. გახდომისას მისის შემცირება უმნიშვნელოდ ხდება, რადგანაც სწორედ მათგან ხდება ყველაზე ბოლო ცხიმოვანი ქსოვილის განლევა.
ცხიმოვანი ქსოვილის განლაგება განისაზღვრება გენეტიკური წინასწარგანწყობით. წონის შემცირებისას, სხეულის მოხაზულობა რჩება უცვლელი. დიეტამ და ვარჯიშმა შეიძლება შეცვალოს გროვების სიდიდე, მაგრამ არა სხეულის კონტური.
ლიპოსაქციის საშუალებით, შესაძლებელია ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოხდეს ცხიმის მოშორება, პრობლემური ზონებიდან; სხეულის ნაწილებს შორის ნორმალური პროპორციის მიღება; სხეულის ფორმების გაუმჯობესება, რაც პაციენტს ანიჭებს ბედნიერებას და ცხოვრებას ქმნის ჰარმონიულს.
ლიპოსაქცია შეიძლება ჩატარდეს: ბარძაყის, მუხლის, წვივის, თეძოს, მუცლის, ზურგის, ყელის, სახის, მხრების და მკერდის არეში.
განსაკუთრებული მითითებები:
ლიპოსაქცია არ არის წონაში კლების ოპერაცია ! ის მოწოდებულია სხეულის ფორმის კორექციისთვის. ოპერაციის ჩატარებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება კანის ელასტიურობა და ოპერაციის შედეგი არ არის ისეთი ეფექტური, როგორც ახალგაზრდა პაციენტებში. ლიპოსაქცია შეგვიძლია ვურჩიოთ პაციენტს , რომელსაც აქვს სხეულის ზოგიერთ მიდამოში ცხიმის ჭარბი დაგროვება, მაგრამ ამასთანავე შენარჩუნებული აქვს სეულის ნორმალური წონა და კანის ელასტიურობა. ლიპოსაქცია არ კეთდება ზოგადი გაცხიმოვნებისას და მოშვებული კანის ჩამოკიდებისას.
ოპერაციამდე 10 დღით ადრე არ შეიძლება ასპირინის და მისი შემცვლელების მიღება. ოპერაცია არ ტარდება თუ პაციენტს აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებები ან შაქრიანი დიაბეტი.
წინასაოპერაციო პერიოდი:
ოპერაციამდე პაციენტს უტარდება გამოკვლევები, ქირურგი განსაზღვრავს წინასწარ ოპერაციის ზონებს. შესაძლოა გაკეთდეს კომპიუტერული მოდელირება.
გაუტკივარების მეთოდი და ოპერაციის ხანგრძლივობა:
ლიპოსაქცია ტარედება ადგილობრივი ანესთეზიით. შეიძლება ჩატარდეს ზოგადი ანესთეზიაც. ტუმესენციური ლიპოსაქციის შემთხვევაში პრობლემურ ზონებში შეყავთ სპეციალური ხსნარი, რომლითაც ხდება ცხიმოვანი ქსოვილის დამუშავება. კანზე კეთდება 3–5 მმ ნახვრეტი, საიდანაც გათხელებული ცხიმი წვრილი კანულისა და სპეციალური ამომქაჩველის საშუალებით გამოაქვთ ორგანიზმიდან.
ოპერაცია ნაკლებ ტრავმულია, კანი იკერება კოსმეტიკური ნაკერით. კანზე არ რჩება ნაწიბური. ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაზე და დაახლოებით 1,5 – 4 საათი გრძელდება.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი:
ოპერაცია იძლევა მყარ შედეგს. პაციენტი კლინიკიდან იწერება იმავე დღეს. აღინიშნება ნაოპერაციები ზონების შეშუპება და შესაძლებელია სისხლჩაქცევებიც, რომელიც თავისთავად ალაგდება. ოპერაციის შემდეგ რეკომენდირებულია მასაჟების და LPG პროცედურების ჩატარება. ოპერაციის შმდეგ პაციენტი ატარებს კომპრესიულ ბანდაჟს 1თვის მანძილზე. ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდება 2–3 დღეში.
გვერდითი მოვლენები:
პოსტოპერაციული გართულებები თითქმის არ აღინიშნება. ცუდ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს , როდესაც ცხიმოვანი გროვების მოშორების შემდეგ ვითარდება ჭარბი კანი _ კანის დაბალი ელასტიურობის გამო ან ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბად მოშორებისას.