ბოტოქსი
ისტორიული ფაქტები:
გასული საუკინის, 80-იან წლებში, ბოტოქსი ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში გამოიყენებოდა. მისი გამაახალგაზრდავებელი თვისებების აღმოჩენა შემთხევით მოხდა - პაციენტებს, გვერდით მოვლენად, აღენიშნებოდათ თვალის ირგვლივ, ცხვირ-ტუჩისა და შუბლის არეში ნაოჭების ბუნებრივი გასწორება... ამის შემდეგ, ბოტოქსის ინექცია კიდევ უფრო დაიხვეწა და დღეს, თანამედროვე კოსმეტოლოგიის განუყრელ ნაწილად იქცა.
როგორ მოქმედებს:
პრობლემურ ზონებში (მიმიკური ნაოჭების ადგილები) ხდება ბოტოქსის ინექციის გზით შეყვანა. ეს კი, დროებით (6-12 თვე), მიმიკური კუნთების მოდუნებას და ნაოჭების ბუნებრივ გასწორებას იწვევს. გარდა ამისა, ბოტოქსი გამოიყენება ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობა) დროსაც.
ბოტოქსი გამოიყენება შემდეგ პრობლემ ზონებზე, ნაოჭების ასალაგებლად:
oშუბლი (ე.წ. გოფრე)
oწარბებს შორის (ე.წ. "მრისხანების ნაოჭი")
oზედა ტუჩისა და ცხვირ-ტუჩის მიდამო
oთვალის ირგვლივ