მანუალური თერაპია

                         


  კლასიკური ანტიცელულიტური (მოდელირებადი) მასაჟი „ბელნატურის“  პროდუქციით

კლასიკური ანტიცელულიტური მასაჟი, ბელნატურის პროდუქციის ტანის მოდელირების ხაზის გამოყენებით, წარმოადგენს ცელულიტისგან გათავისუფლებისა და სხეულის კორექციის საუკეთესო საშუალებას. მანუალური ანტიცელულიტური მასაჟი ხელს უწყობს კანში ლიპოიდური ბორცვაკების გაქრობას ქირურგიული და აპარატული მეთოდების გამოყენების გარეშე.  

ანტიცელულიტური მასაჟი პრობლემურ ზონებზე კეთდება და ინიშნება სპეციალისტის მიერ 8-15 პროცედურა პრობლემიდან გამომდინარე.

 ანტიცელულიტური მასაჟის შედეგად:

უმჯობესდება მიკროცირკულაცია, რაც, დროთა განმავლობაში, უზრუნველყოფს პრობლემურ ზონებში ცელულიტის დარბილებას და შემდგომ მის შემცირებას. „ბელნატურის“ ტანის მოდელირების ხაზის პროდუქცია ზემოქმედებს უშუალოდ ცხიმოვანი უჯრედების გროვებზე და იწვევს მათ რღვევას. ხოლო პროდუქციის კომპონენტები აგრეთვე უზრუნველყოფენ პრობლემურ ზონებში დარღვეული კოლაგენისა და ელასტინის სტრუქტურის აღდგენას, რაც კანს უბრუნებს ჯანსაღ იერს, ტურგორს, სიმკვრივეს, წელვადობასა და ელასტიურობას. 

გამომდინარე იქედან, რომ ცელულიტის განვითარების ზონებში ლიმფის დინება შეზღუდულია და ლოკალურ შეშუპებასაც აქვს ადგილი, ანტიცელულიტური მასაჟის დროს ლიმფოდრენაჟი ხელს უწყობს ამ შეშუპების მოხსნას, გათხევადებული ცხიმის, შლაკებისა და ტოქსინების (ცელულიტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი) გამოდევნას პრობლემური ზონებიდან.

ანტიცელულიტური მასაჟი შესაძლებელია გაკეთდეს ანტიცელულიტური შეფუთვებითაც:

„ლოტუსში“ ანტიცელულიტური შეფუთვისთვის გამოიყენება „ბელნატურის“ ჯინჯერის ტალახი.

ეს არის თვითთბობადი შეფუთვა სპეციების თანხლებით. ჯინჯერის ტალახი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას პრობლემურ, თერაპიით ზემოქმედების ზონებში, ააქტივებს ლიპოლიზის-ცხიმოვანი უჯრედების დაშლის- პროცესს, ხოლო სპეციების ზემოქმედებით ძლერდება ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნა.ჯინჯერის ტალახით შეფუთვამდე სპეციალისტი ამუშავებს სამოქმედო ზონას „ბელნატურის“ სკრაბით, კანის ზედაპირიდან აშორებს ეპიდერმისის გარქოვანებულ, მკვდარ უჯრედებს და ამით ზრდის ჯინჯერის ტალახის მოქმედების ეფექტურობას.  გარდა ანტიცელულიტური ზემოქმედებისა, პირველივე პროცედურის შემდეგ პაციენტი სამოქმედო ზონებში გრძნობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, გაჯანსაღებას.

 შოკოლადის მასაჟი 

შოკოლადი არამარტო გემრიელი და არომატული პროდუქტია. დადგენილია და გამოკვლეულია მისი გამოყენების ეფექტურობა კოსმეტოლოგიაში, რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში ისეთი ნივთიერებების არსებობა, რომლებიც დადებითად ზემოქმედებენ კანის სტრუქტურაზე. შოკოლადის მასაჟის პროცედურა ხსნის სტრესს, ხელს უწყობს ძალების აღდგენას, აახალგაზრდავებს, ჭიმავს და წმენდს კანს, ამცირებს პიგმენტურ ლაქებსა და გამონაყარს. მასში კოფეინის შემცველობა განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას, ეს კი ხელს უწყობს წონაში კლებასაც. ამ პროცედურის შემდეგ პაციენტი პოზიტიურ გუნებ-განწყობაზე დგება. 

  ანტისტრესი

მასაჟების ეს სახეობა გამოიყენება როგორც სტრესის მოხსნისა და მოდუნების საუკეთესო საშუალება. ეს პროცედურა აუცილებლად მოიცავს თავისა და კისრის ზონის მასაჟს, რაც კარგად მოქმედებს პაციენტის საერთო განწყობასა და სისხლის მიმოქცევაზე. უმჯობესდება თავის ტვინის კვება, ოქსიგენაცია, იხსნება თავის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება.

თქვენი სურვილისამებრ ეს პროცედურა შეიძლება ჩატარებულ იქნეს ზურგსა და სხეულის სხვა ნაწილებში, რაც აქტიურად ეხმარება გადაღლილობის მოხსნასა და გონებრივი შესაძლებლობების აღდგენაში.  ხანგრძლივობა-60-90 წთ

სპორტული მასაჟი

სპორტული მასაჟი მიმართულია კუნთების მუშაობის აქტივაციისკენ, კუნთების ტონუსის და ელასტიურობის გაუმჯობესებისკენ. სპორტული მასაჟი შეიძლება გამოიყენოთ ფიზიკური შესაძლებლობების სრულყოფისთვის ფიზიკურ დატვირთვამდე ან შემდეგ. ხანგრძლივობა-30-60-90 წთ

არომათერაპიული მასაჟი

მასაჟების ტანის „ატმოსფერული“ მოვლის სახეობას წარმოადგენს. ამ დროს თქვენი კანი იღებს მაქსიმალურ დატენიანებასა და ტონიზაციას. ამისთვის გამოიყენება „ბელნატურის“ არომათერაპიის ხაზის პროდუქცია, რომლის არომატული ზეთები ზემოქმედებას ახდენენ მგრძნობელობის სისტემებზე და ხდება სიამოვნების მომგვრელი ჰორმონების (ენდორფინები) გადმოსროლა ადამიანის ორგანიზმში. ეს თავის მხრივ აძლიერებს რელაქსაციას. ხანგრძლივობა-30-60-90 წთ

კლასიკური საერთო მასაჟი 

საერთო მასაჟი ადუნებს კუნთებს და ატონიზირებს, უმჯობესდება კანის კვება და ტურგორი. სტიმულირდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, შედეგად ორგანიზმში რეგენერაციული პროცესები აქტიურდება. კლასიკური მასაჟი აგარიდებთ თავიდან სისხლის შეგუბებას, რაც წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების მიზეზს. ეს მასაჟი შეიძლება განხილული იქნეს როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკურ-სამკურნალო პროცედურა. ამაღლებს იმუნიტეტს.

საერთო მასაჟი ხსნის დაძაბულობას და სტრესს. ცნობილია, რომ დაძაბულობა ყველაზე მეტად კუნთების გამკვრივებას და მათი დაჭიმულობის მატებას იწვევს. კუნთის ქსოვილი კარგავს ელასტიურობას და პალპაციით იგრძნობა მათი სიმკვრივის მატება-კუნთი ქვასავით მაგარი ხდება. ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ გესაჭიროებათ კლასიკური საერთო მასაჟის პროცედურების ჩატარება. ხანგრძლივობა-30-60-90 წთ

 ლიმფოდრენაჟი

ეს არის მასაჟების სამკურნალო სახეობა და მის ეფექტებს წარმოადგენენ:

 საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება

 ცელულიტის წარმოქმნის პროფილაქტიკა

 მასტოპათიის მკურნალობა

 ვენების დაავადების მკურნალობა

 კანის, კუნთებისა და ქსოვილების მდგომარეობის გაუმჯობესება

ლიმფოდრენაჟი შეიძლება ჩატარდეს როგორც ანტიცელულიტური მასაჟის შემდეგ, ასევე ცალკეც. ხანგრძლივობა-30-60 წთ