5 წერტილოვანი სახის ლიფტინგი



5 წერტილოვანი სახის ლიფტინგი


“5 წერტილოვანი ლიფტინგი” ყველა სხვა ინექციურ პროცედურებთან შედარებით, ატრამვული და უმტკივნეულოა, ალერგიული და სხვა შესაძო გართულებების გარეშე. პრაქტიკულად, არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი.

1. რა არის “5 წერტილოვანი ლიფტინგი” ?

- ეს არის 5 წერტილოვანი ინექცია, რომლის საშუალებითაც ხდება სახის კანის ლიფტინგი (ოვალის/კონტურის აღდგენა და კორექცია), ოპერაციული ჩარევის გარეშე.

2. რამდენ ხანში დგება შედეგი და რამდენი პროცედურაა სულ საჭირო?

- ეფექტი შესამჩნევი ხდება, პროცედურის ჩატარებიდან 24 საათში; 2 დღეში პაციენტი აღწევს სრულ შედეგს. კურსი მოიცავს 3 პროცედურას, შემდეგი რიგითობით: პირველ და მეორე პროცედურებს შორის ინტერვალი 1 თვეა, მეორე და მესმე პროცედურებს შორის - 2 თვე.

3. რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა?

- პროცედურა გრძელდება 20 წუთი, ყოველგვარი გართულების გარეშე. რაც მთავარია, კანზე არ რჩება არავითარი კვალი.

4 . მტკივნეულია თუ არა პროცედურა?

პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო და კომფორტული პაციენტისთვის.