კრიოლიპოლიზი


რევოლუციური სიახლე - ლიპოსკულპტურა ყინვის საშუალებით !


ყინვის დახმარებით ზედმეტი ცხიმის უსაფრთხო მოცილებამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა სხეულის კორექციის სფეროში. კრიოსკულპტურა პირველ უოპერაციო მეთოდიკად იქცა, რომელმაც უამრავ ადამიანს ტკივილის, რეაბილიტაციის პერიოდის და ქირურგიული ჩარევის გარეშე დაუბრუნა სხეულის იდეალური ფორმები. 



კრიოლიპოლიზის (ლიპოსლიმი /კრიოსკულპტორი) აპარატი


ეს არის ზედმეტი ცხიმის უბნების არჩევითად მოყინვა, ანუ კრიოლიპოლიზი. შთამბეჭდავი შედეგების დამსახურებით, აპარატს მეცნიერბმა ,,სხეულის სკულპტორი“ უწოდეს – 1 სეანსის შედეგად, მოქმედების ზონა ზედმეტი ცხიმის 20-25%–ისაგან თავისუფლდება, 2-3 სეანსი პრობლემურ ზონაში 40%–მდე ცხიმის უჯრედებს მოგაცილებთ. ლიპოსლიმი თქვენს სხეულს - სრულყოფილ აღნაგობას, თქვენ კი -  თავდაჯერებას გიბრუნებთ.

კრიოლიპოლიზი, უამრავი უპირატესობის გამო მსოფლიო კოსმეტიკური პროცედურების ტოპ 10–ეულში შედის !

მთავარ უპირატესობად მიიჩნევენ სხეულის მოდელირებას რეაბილიტაციის პერიოდის, ტკივილის და გვერდითი მოვლენების გარეშე. პროცედურა არ საჭიროებს გაუტკივარებას. მიღებული ეფექტი შთამბეჭდავია და ხანგრძლივად ნარჩუნდებასპეციალისტები გვირჩევენ, კრიოლიპოლიზის მეთოდის გამოყენებას მუცლის, ფეხების, წელის, ბარძაყების და სხვა ზონებში, სადაც ლოკალურად არსებობს და რთული მოსაცილებელია ზედმეტი ცხიმოვანი ფენა. ლიპოსლიმი სტიმულს აძლევს მოქმედების ზონაში ცხიმოვანი ქსოვილის თანამიმდევრულ და წინასწარ განსაზღვრულ განლევას.

ცხიმოვანი ფენის კონტროლირებადი მოყინვის მეთოდი იდეალურია ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან მზად პლასტიკური ოპერაციებისთვის, ან ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად, ვერ ახერხებენ შეამცირონ სხეულის კონკრეტული ნაწილის გარშემოწერილობა. 

აპარატი აკმაყოფილებს FDA-სმოთხოვნებს და მიღებული აქვს FDA-ს რეკომენდაცია