ზუმბა


ზუმბა - ფიტნესის ახალი მიმდინარეობაა, რომელმაც უკვე დაიპყრო მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც. აღსანიშნავია, "ლოტუსმა"პირველმა შესთავაზა ზუმბას ვარჯიშები, ქართველ მომხმარებლებს.


ზუმბა ფიტნესი მსოფლიოს, ბრაზილიელმა მოცეკვავემ და სპორტსმენმა, ალბერტო პერესმა აჩუქა. ვარჯიში საოცრად ხალისიანი, ენერგიული და ჩამთრევია. ზუმბას მთელი გაკვეთილი ლათინო-ამერიკული მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს და საცეკვაო ილეთების გამოყენებით სრულდება. შედეგად, თქვენ სწავლობთ ცეკვას, და იკლებთ წონაში.




ენერგიული ცეკვა გვეხმარება, სწრაფად ჩავდგეთ ფორმაში; ხელს უწყობს წონაში კლებას და სხეულის კორექციას. ლათინო–ამერიკული ცეკვები დაგეხმარებათ შესძინოთ თქვენს სხეულს დახვეწილი და ქალური ფორმები, და რაცმთავარია, ივარჯიშოთ ხალისიანად. ეს ფაქტორი კი გადამწყვეტი გახლავთ, რადგან ცნობილია – როცა ვარჯიშობ ხალისით, გაცილებით სწრაფი და დიდი ეფექტია, ვიდრე ვარჯიშების მონოტონურად შესრულებისას.


ზუმბა–დენსის ვარჯიშის დროს მუშაობს აბსოლიტურად ყველა კუნთი ! ვარჯიშში ჩართულია მთელი სხეული; ძლიერდება სისხლის მიმოქცევა და მატულობს საერთო ტონუსი. სხეული ხდება უფრო მკვრივი და მცირდება ცელულიტი.


ზუმბას შემქმნელებმა, იმაზეც იზრუნეს, რომ ვარჯიში დროთა განმავლობაში არ გახდეს მოსაწყენი... სწორედ ამიტომ გვათავაზობენ, სხვადასხვა საფეხურებს, სირთულის მიხედვით. ამას გარდა, სულ ცოტა ხნის წინ, ზუმბას ენერგიულ ლათინო-ამერიკულ რითმებს, ბრაზილიულიც დაემატა !


აღსანიშნავია, რომ "ლოტუსში" ზუმბას ვარჯიშებს, კვალიფიცირებული ინსტრუქტორი უძღვება, რომელიც ფლობს ზუმბა-დენსის სერტიფიკატს, და პერიოდულად, ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად გადის ინსტეუქტაჟს ზუმბას სამყაროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით.


"ლოტუსი" ზუმბა-დენსის ოფიციალური კლასები