მკერდის პლასტიკა


                               


აუგუმენტაციური მამოპლასტიკა - მკერდის გადიდება სილიკონის იმპლანტებით


აუგმენტაციური მამოპლასტიკა გულისხმობს სილიკონის იმპლანტებით მკერდის ფორმის და ზომის შეცვლას. სხვადასხვა ფორმის  და ზომის იმპლანტებით შესაძლებელია არა მხოლოდ მკერდის ზომის გაზრდა, არამედ ფორმის კორექციაც.

ოპერაციის მიზეზი შეიძლება იყოს  პაციენტის საკუთარი მკერდის ზომით უკმაყოფილება, მკერდის დეფორმაცია მშობიარობის და ძუძუთი კვების შემდეგ, ასევე მკერდის ასიმეტრია ( სხვადასხვა ზომის მკერდი) .

ოპერაციისთვის გამოიყენება გერმანული წარმოების, კომპანია Polytech-ის მაღალი ხარისხის სილიკონის იმპლანტები. იმპლანტები შერჩევა ქირურგის მიერ პაციენტთან შეთანხმებით: მრგვალი ან  ანატომიური ე.წ.წვეთისებური ფორმის იმპლანტები.  სილიკონს იმპლანტს გააჩნია სილიკონის გელის მაღალი დრეკადობა და მახსოვრობის ფენომენი. მაღალი ხარისხის იმპლანტები განაპირობებენ ორგანიზმთან მაქსიმალურ თავსებადობას და პოსტოპერაციული გართულებების მინიმუმამდე დაყვანას.

მკერდის აუგმენტაციის შემდეგ მიღებული შედეგი ქალს მატებს თავდაჯერებულობას დაცხოვრებას ხდის ჰარმონიულს.



განსაკუთრებული მითითებები:


მკერდის აუგმენტაცია ხელს არ უშლის შემდგომ ორსულობას და ძუძუთი კვებას.


წინასაოპერაციო პერიოდი:

ოპერაციამდე პაციენტს უტარდება გამოკვლევები,საჭიროა მამოლოგის კონსულტაცია.  ქირურგის რეკომენდაციით დაპაციენთთან შეთანხმებით ხდება იმპლანტების ზომის და ფორმის შერჩევა.



გაუტკივარების მეთოდი და ოპერაციის ხანგრძლივობა:


ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიით, განაკვეთი კეთდება მკერდის ქვეშ 4-5 სმ სიგრძის ან არეოლის ქვედა კიდეზე. ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე იმპლანტი თავსდება სარძევე ჯირკვლის ან მკერდის დიდიკუნთის ქვეშ. განაკვეთზე იდება კოსმეტიკური ნაკერი, რომელიც დროთა მანძილზე ფერმკრთალდება და თითქმის შეუმჩნეველი ხდება. ოპერაციის ხანგღზლივობა დაახლოებით 1,5-2 საათია.



ოპერაციის შემდგომი პერიოდი:


პაციენტი ოპერაციის შემდეგ კლინიკაში რჩება 1 დღე. ოპერაციიდან 1 თვის მანძილზე პაცენტი ატარებს კომპრესიულ კორსეტს. პაციენტი ითვალისწინებს ექიმის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს. სამსახურში გასვლა შეუძლია რამოდენიმე დღეში.



გვერდითი მოვლენები:


ოპერაციის შემდეგ ძალზე იშვიათად შესაძლებელი განვითარდეს კაპსულარული კონტრაქტურა. 


პლასტიკური ოპერაციის გზით შესაძლებელია ასევე, მკერდის დაპატარავება, და მკერდის აწევა