მუცლის პლასტიკა


აბდომინოპლასტიკა - მუცლის წინა კედლის პლასტიკური ოპერაცია

აბდომინოპლასტიკა გულისხმობს მუცლის წინა კედლიდან ზედმეტი კანისა და ცხიმის მოცილებას და მუცლის კუნთების დარღვეული მთლიანობის აღდგენას.

 მუცლის პლასტიკა რეკომენდირებულია  მრავალჯერ ნამშობიარებ ქალებში,რის შედეგადაც ვითარდება მუცლის კანის და კუნთების დაშვება,  დაკიდებული მუცელი ვითარდება ასევე  წონის მკვეთრი დაკლებისას ან წონის ჭარბი მატებისას. ოპერაციის ჩვენებას წარმოადგენს ასევე ასაკის მეტებით განპირობებული კანის ელასტიურობის დაქვეითება.

აბდომინოპლასტიკა არ არის რეკომენდირებული მათთვის ვინც გეგმავს ჭარბი წონის მასიურ და სწრაფ დაკლებას , ასევე ქალებისთვის რომლებიც აპირებენ დაორსულებას.

ოპერაციის შემდეგ იხსნება დაკიდებული მუცლის პრობლემა. ხშირად აბდომინოპლასტიკა კეთდება ლიპოსაქციასთან კომბინაციაში , ძირითადად მუცლის და თეძოების მიდამოში, რაც  თვალსაჩინო ეფექტს იძლევა. ოპერაციის შემდეგ სხეულზე რჩება ნაწიბური,რომლის სიგრძეც მუცლის პირვანდელ ზომაზეა  დამოკიდებული. 

აბდომინოპლასტიკა შეიძლება იყოს სრული და მინი:

სრული აბდომინოლასტიკის შემთხვევაში ხდება კანის მთლიანად მოცილება, ჭიპიდან ბოქვენამდე, ჭიპის გადანაცვლება და ჭიპის ზემოთ კუნთების გაკერვა. თუ პაციენტს აღენიშნება სტრიები, შესაბამისად ამ უბანში არსებული სტრიებიც სცილდება.

მინი აბდომინოპლასტიკის დროს განაკვეთი შედარეით მცირე ზომისაადა  რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში თუ კანი მხოლოდ ჭიპის ქვევითაა გაწელილი და არ აღინიშნება კუნთების გათიშვა.

განსაკუთრებული მითითებები:

აბდომინოპლასტიკა საკმაოდ ტრავმული ოპერაციაა. ოპერაციის შემდეგ პაციენტს ეკრძალება ავტომობილის ტარება 2-4 კვირის მანძილზე და მძიმე ფიზიკური დატვირთვა 2-3 თვის მანძილზე.

აბდომინოპლასტიკა უკუნაჩვენებია ქალებისთვის,  რომლებიც გეგმავენ ორსულობას, რადგან ოპერაციის შემდეგ დაჭიმული კუნთები შესაძლოა ორსულობის პერიოდი ხელახლა გაიშალოს, ასევე შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ორსუობის მიმდინარეობას. აგრეთვე აბდომინოპლასტიკა არაა რეკომენდირებული პაციენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ წონაში დაკლებას. რადგანაც ოპერაციის შემდეგ მირებული შედეგი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუარესდეს.


                                               


წინასაოპერაციო პერიოდი:

ოპერაციამდე პაციენტს უტარდება გამოკვლევები. ქირურგი აძლევს პაციენტს ინფორმაციას და რეკომენდაციას  ყველა მოსალოდნელ შედეგზე.


გაუტკივარების მეთოდი და ოპერაციის ხანგრძლივობა:

აბდომინოპლასტიკა ტარდება ზოგადი ანესთეზიით. სრული აბდომინოპლასტიკის დროს  მუცლის წინა კედელზე კეთდება ჰორიზონტალური განაკვეთი, რომელიც  გაივლის ბიკინის ზოლზე, ვიღებთ კარგ კოსმეტიკურ ეფექტს, ნაზი ნაწიბურის დაფარვა შესაძლებელია თეთრეულით და  საცურაო კოსტიუმით. ოპერაციის ბოლოს იდება დრენაჟი, რომლის ამოღებაც ხდება 2-4 დღეში. ოპერაციის ხანგრძლივობა განისაზღვრება ოპერაციის მოცულობით და დაახლოებით 2-4 საათი გრძელდება.


ოპერაციის შემდგომი პერიოდი:

პაციენტი ოპერაციის შემდეგ კლინიკაში რჩება 2-3 დღე. პირველი დღე-ღამის განმავლობაში პაციენტს აქვს წოლითი რეჟიმი, ადგომა ნებადართულია ოპერაციის მეორე დღეს. პოსტოპერაციული ბანდაჟის ტარება აუცილებელია 4-6 კვირის მანძილზე. 3-4 კვირის მანძილზე არ არის რეკომენდირებული მძიმეს აწევა.ნაკერები იხსნება 10-14  დღეში,პაციენტს სამსახურში გასვლა შეეძლება 2 კვირაში.


გვერდითი მოვლენები:

ოპერაციის პირველ დღეებში შეიძლება აღინიშნოს ტემპერატურის მომატება, 2-3 კვირის მანძილზე საერთო სისუსტე, ქსოვილების შეშუპება, ტკივილი მოძრაობისას, რომელიც თანდათან მცირდება და 2 თვის შემდეგ სრულიად ქრება.