ნიკაპის პლასტიკა


მენტოპლასტიკა - ნიკაპის პლასტიკური ოპერაცია


ნიკაპის პლასტიკა გულისხმობს ნიკაპის ფორმის შეცვლას. ამ ოპერაციას მიმართავენ, როგორც გამოწეული ნიკაპის კორექციის მიზნით, რომელიც ხორციელდება ქვედა ყბის ძვლის დაპატარავებით,  ასევე უკან გაწეული, ნაკლებად განვითარებული ნიკაპის კორექციისას. ეს უკანასკნელი სილიკონის იმპლანტის ჩადგმით ბალანსირდება.

განსაკუთრებული მითითებები:

ნიკაპის ოპერაციის ჩასატარებლად რაიმე განსაკუთრებული მითითებები არ არის საჭირო


                                                               


წინასაოპერაციო პერიოდი:

ოპერაციამდე პაციენტს უტარდება გამოკვლევები, ისინჯება ქირურგის მიერ და ტარდება კომპიუტერული მოდელირება. ამ ოპერაციას ხშირად მიმართავენ პაციენტები, რომელთაც გაკეთებული აქვთ ცხვირის პლასტიკა. ნაკვთების ბუნებრივი პროპორციების შექმნა სახეს აძლევს დახვეწილ იერს, პაციენტს მატებს თავდაჯერებულობას.  


გაუტკივარების მეთოდი და ოპერაციის ხანგრძლივობა:

ნიკაპის პლასტიკა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. პაციენტის სურვილის გათვალისწინებით შეიძლება ჩატარდეს ზოგადი ანესთეზიითაც. ოპერაცია არის ნაკლებ ტრავმული. განაკვეთი კეთდება გარეთ,  ნიკაპის ქვეშ ან ქვედა ტუჩის ლორწოვანზე, ამ შემთხვევაში განაკვეთი შეუმჩნეველი რჩება. ნიკაპის დაპატარავებისას ხდება ძვალზე ჩარევა, ზოგ შემთხვევაში საჭიროებს მათ ფიქსაციასაც. უკან გაწეული, ნაკლებად განვითარებული ნიკაპის კორექციისას გამოიყენება გერმანული წარმოების, კომპანია Polytech_ის სილიკონის იმპლანტები, რომელთა ზომის შერჩევა ხორციელდება ქირურგის მიერ წინასწარი ზომების აღებით.

ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ოპერაციის მოცულობაზე და დაახლოებით 1–1,5 საათი გრძელდება.


ოპერაციის შემდგომი პერიოდი:

პაციენტი კლინიკიდან ეწერება იმავე დღეს ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენების შემთხვევაში. ოპერაციის შემდგომ პაცენტი 2–4 კვირის მანძილზე ატარებს კომპრესიულ სარტყელს. 


გვერდითი მოვლენები:

ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლებელია ადგილობრივად ქსოვილების შეშუპება, რომელიც თავითავად მალევე ალაგდება. იმპლანტის გამოყენების გამო შესაძლებელია  იშვიათად განვითარდეს კაფსულარული კონტრაქტურა.