ქუთუთოების პლასტიკა

                     


ბლეფაროპლასტიკა - ქუთუთოების ქირურგიული კორექცია


ბლეფაროპლასტიკა გულისხმობს ქუთუთოებიდან ჭარბი კანის და ცხიმის, ასევე „თიაქრების“ მოცილებას.  ბლეფაროპლასტიკა შეიძლება ჩატარდეს, როგორც ზედა, ასევე ქვედა ქუთუთოებზე. მისი მეშვეობით შესაძლებელია თვალის ფორმის შეცვლა, მოშვებული კანის და ე.წ. „ბალიშების“ მოშორება ქუთუთოებიდან.

ქუთუთოების ეს დეფექტი ადამიანს მატებს ასაკს და აძლევს გადაღლილ შეხედულებას. ბლეფაროპლასტიკა არ ასწორებს თვალის ირგვლივ ნაოჭებს და არ აუფერულებს თვალის ქვეშ არსებულ სიმუქეებს.  ბლეფაროპლასტიკა ხშირად კეთდება კომბინაციაში სახის ზედა მესამედის დაჭიმვასთან და წარბების აწევასთან ერთად. 


განსაკუთრებული მითითებები:

ბლეფაროპლასტიკა უკეთდებათ უფრო მეტად ქალებს 35 წლის ასაკიდან, თუმცა დეფექტის არსებობის შემთხვევაში შეასაძლებელია ამ ოპერაციის ჩატარება უფრო ადრეულ ასაკშიც. პაციენტებს რომელთაც აქვთ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ოპერაციის ჩატარება რეკომენდირებული არაა.


წინასაოპერაციო პერიოდი:

ოპერაციამდე პაციენტს უტარდება გამოკვლევები. ქირურგთან კონსულტაციისას პაციენტთან შეთანხმებით იგეგება ოპერაციის დეტალები.

                                                   


გაუტკივარების მეთოდი და ოპერაციის ხანგრძლივობა:

იმის მიხედვით, თუ რა სირთულის კორექცია იგეგმება, პაციენტთან შეთანხმებით გადაწყდება ოპერაცია გაკეთდეს ადგილობრივი თუ ზოგადი ანესთეზიით.

ზედა ქუთუთოების ოპერაციისას, ჭრილობის ხაზი ხაზი ბუნებრივ ნაოჭში იმალება . ქვედა ქუთუთოზე ოპერაციისას ჭრილობის ხაზი წამწამების ხაზის ქვეშ პარალელურად მიემართება. განაკვეთი იკერება კოსმეტიური ნაკერით. ორივე შემთხვევაში ნაწიბური პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

თუ პაციენტს ქვედა ქუთუთოზე აღენისნება მხოლოდ „ბალიშები“  და ამის ფონზე კანის ელასტიურობა შენარჩუნებულია, ამ შემთხვევაში კეთდება დახურული ე.წ. ტრანსკონუქტივალური ბლეფაროპლასტკა. განაკვეთი ტარდება ქვედა ქუთუთოს ლორწოვანი გარსიდან. ამ დროს ნაწიბური უხილავია.

ოპერაციის ხანგრძლივობა ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე ინდივიდუალურია და გრძელდება დაახლოებით 1–2 საათი. ოპერაციის შემდეგ პაციენტს ედება ყინულის ბალიშები შეშუპების შემცირების მიზნით.


ოპერაციის შემდგომი პერიოდი:

პაციენტი ადგილობრივი ანესთეზიის შემთხვევაში  კლინიკას ტოვებს იმავე დღეს. ზოგადი ანესთეზიის შემთხვევაში კლინიკაში რჩება ერთი დღე.  ოპერაციის შემდეგ პაციენტს აღენიშნება ქუთუთოების შეშუპება, შესაძლოა სისხლჩაქცევები და სილურჯე რომელიც თავისთავად გაივლის 1–3 კვირაში. შესაძლებელია

ოპერაციის მეორე დღიდანვე საჭიროა თვალის სპეციალური ვარჯიშების ჩატარება. პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2–5 დღეში.