ყურის პლასტიკა


ოტოპლასტიკა  -  ყურის პლასტიკური ოპერაცია


ოტოპლასტიკა არის ოპერაცია მოწოდებული  ყურის ნიჟარების ზომის და ფორმის  „გამოწეული“ ყურების კორექცია, ბიბილოს ზომის და ფორმის კორექცია.

„გამოწეული“  და დიდი ზომის ყურები შესამჩნევი კოსმეტიკური დეფექტია, მრავალი ადამიანი ცდილობს მის დამალვას  ვარცხნილობაში. ამ დეფექტის გამოსწორება მარტივია,  ყურის ნიჟარების  პროპორციების გაუმჯობესება უხსნის პაციენს ფსიქოლოგიურ შებოჭილობას და გარეგნობას ხდის  დახვეწილს.


განსაკუთრებული მითითებები:

ყურების ფორმირება მთავრდება 4–7  წლის ასაკში. ოპერაცია ძირითადად უკეთდება 4–დან 15 წლამდე პაციენტებს. თუმცა ასაკობრივი შეზღუდვა ოპერაციაზე არ ასრსებობს და შესაძლებელია ჩატარდეს მოზრდილ ასაკშიც.


წინასაოპერაციო პერიოდი:

ოპერაციამდე პაციენტს უტარდება გამოკვლევები, ისინჯება ქირურგის მიერ, იგეგმება ეფექტური მეთოდი პაციენტისთვის სასურველი შედეგის მისაღებად , რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.


გაუტკივარების მეთოდი და ოპერაციის ხანგრძლივობა:

ოპერაცია ძირითადად ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით. ზოგადი ანესთეზია უკეთდება მხოლოდ პატარა ასაკის ბავშვებს. ოპერაციის ხანგრძლივობა ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე ინდივიდუალურია და გრძელდება დაახლოებით 1–2 საათი. „გამოწეული“ ყურების შემთხვევაში განაკვეთი ყურის ნიჟარის უკანაა, იცვლება ხრტილების ფორმა და ფიქსირდება შიდა ნაკერებით.  ნაწიბური რჩება შეუმჩნეველი.


ოპერაციის შემდგომი პერიოდი:

თუ ოპერაცია ჩატარდა ადგილობრივი ანესთეზიით, პაციენტი სახლში გაიწერება ოპერაციის დღესვე. ზოგადი ანესთეზიის გამოყენების შემთხვევაში პაციენტი კლინიკაში რჩება 24 საათის მანძილეზე. ოპერაციის შემდეგ ედება დამცავი ნახვევი, რომელიც იხსნება ოპერაციის მეორე დღეს. მეორე დღიდან პაციენტი სპეციალურ კომპრესიულ ნახვევს ატარებს 2 კვირის მანძილზე მუდმივად და შემდომი 2 კვირა მხოლოდ ღამით. ნაკერები იხსნება ოპერაციიდან ერთ კვირაში. პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 3-4 დღეში.


გვერდითი მოვლენები:

ოპერაციის შემდგომ გართულებები პრაქტიკულად არ აღინიშნება. რამოდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე ტკივილი, რომლის ინტენსივობაც თავისით მცირდება.