თვალის ირგვლივი სიშავეების მკურნალობა ლაზერით


დაემშვიდობეთ თვალის რიგვლივ სიშავეებს სამუდამოდ !!


თვალები "სულის სარკეა" და თითოეულ ჩვენგანს უნდა ისინი გაბრწყინებული, ჯანმრთელი და ლამაზი იხილოს...

თვალის ირგვლივი სიშავეები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს უკანასკნელი დაღლილ, არაჯანმრთელ და ასაკოვან იერს გვაძლევს.


რატომ ჩნდება სიშავეები თვალის ირგვლივ?

თვალის ირგვლივ კანი ძალიან თხელი და სენსიტიურია. მიმიკური აქტივობების შედეგად, ეს ზონა მუდმივ მოძრაობაშია, რის გამო შეშუპებისკენაა მიდრეკილი. შეშეუპება იწვევს კანქვეშ განლაგებულ სისხლძარღვებზე ზეწოლას, რის გამოც ხდება სისხლის შეგუბება და ჟანგბადის მიწოდების შენელება - შედეგად ვიღებთ ჩაშავებულ თვალის უპეებს.


თვალის ირგვლის სიშავეებს რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

o  გენეტიკური ფაქტორი

o  ასაკი

o  სტრესი და უძილობა

o  დაღლილობა, თვალის მუდმივი დაძაბვა

o  სიგარეტის და ალკოჰოლის ზემოქმედება

o  არასწორი კვება

o  არასწორი მოვლა ან კოსმეტიკური საშუალებები

o  ქრონიკული დაავადებები

                                        


როგორ ვუმკურნალოთ თვალის ირგვლივ სიშავეებს?


კოსმეტოლოგიური ლაზერი სამუდამოდ დაგავიწყებთ ამ პრობლემას. მისი დახმარებით იწყება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება, ხდება კანის ახალი უჯრედების ფორმირება, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე, დამუშავებული ზონის ჟანგბადით გაჯერება და შედეგიც, პრაქტიკულად, მალევე შესამჩნევია - თვალის ირგვლივი სიშავეები წარსულს ბარდება.

პროცედურა ფექტური, მაგრამ უსაფრთხოა. ლაზერის სხივი, თვითონ პოულობს კანის ქვეშ არსებულ დეფექტურ კოლაგენსა და ელასტინს, რის შემდეგაც აღმოფხვრის მას. საპასუხოდ, ორგანიზმი რთავს აღდგენით ფუნქციას, და იწყება რეგენერაცია - წარმოიქმნება ახალი, უდეფექტო კანი. აღდგენის პროცესიც სწრაფად მიმდინარეობს, ხოლოთავად პროცედურა უსაფრთხოა

როგორც წესი,  ეფექტურ და სრულ შედეგს 3-4 პროცედურა სჭირდება. სეანსებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 21 დღეა.

პროცედურის შემდეგ, სასურველია მოვერიდოთ მზის სხივებს. 

მაკიაჟის დატანა სახეზე მეორე დღიდანვეა შესაძლებელი.


                                           


კოსმეტოლოგიური ლაზერის უპირატესობები:

o     კანის ფერის შესამჩნევი გაუმჯობესება

o   კანის განახლება უჯრედულ დონეზე, ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების ხარჯზე

o   რეკომენდებულია ყველა ტიპისა და ფერის კანისთვის

o   პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ძალიან თხელ და მგრძნობიარე კანზეც კი

o   სწრაფი რეაბილიტაცია

o   მინიმალური დისკომფორტი  

o  მაქსიმალურად შესამჩნევი ეფექტი!