პროდუქტები


Belnatur products

Belnatur products men



ჩვენი ექიმი-კოსმეტოლოგები პროფესიონალური კოსმეტიკური აპარატურითა და მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული  პროფესიონალური ხაზის - ”Belnatur” პროდუქციით სარგებლობენ.

კომპანია ”Belnatur” 1979 წელს ესპანეთში დაარსდა და სხეულისა და სახის კანის მოვლის პროფესიონალურ კოსმეტიკას აწარმოებს. დღეისათვის კომპანია 150-ზე მეტი დასახელების კოსმეტიკურ საშუალებას გვთავაზობს, მათ შორისაა უნიკალური კრემები, გელები, შრატები და ლოსიონები, სპეციალური ნიღბები, ექსტრაქტები და სხვა ნატურალური საშუალებები.

“Belnatur”-ის უახლესი პროდუქცია შექმნილია მაღალკვალიფიციური ფარმაცევტების, ქიმიკოსების, დერმატოლოგების, ექიმი-კოსმეტოლოგების და კანის მოვლისა და ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე სხვა სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად და ყოველივე ამის გამო გააჩნია უნიკალური თვისებები. ეს კოსმეტიუკური საშუალებები აკმაყოფილებს მომხმარებლის ყველა მოთხოვნას, კერძოდ - სწრაფი შედეგი, ხარისხი, ეკოლოგიურობა, პრეპარატების ჰიპოალერგიულობა და რაც მთავარია კომფორტი.

Belnatur”-is პროდუქცია საშუალებას  იძლევა აღმოიფხვრას  სხეულისა და სახის ესთეტიკური ნაკლოვანებები. ეს კოსმეტიკური პროდუქტები ”ეძებენ” კანის პრობლემებს და თავად ზემოქმედებენ იქ , სადაც ამას კანი მოითხოვს. ყოველივე ეს აღნიშნულ პროდუქციაში შემავალი აქტიური ინგრედიენტების საშუალებით მიიღწევა: კოლაგენი, ელასტინი, ზღვის მცენარეები, მცენარეული უჯრედები, ჟანგბადი, მცენარეების ექსტრაქტებთან შეთავსებული ვიტამინები და ა.შ.

 

                         Belnatur ქართულად ბუნებრივ სილამაზეს ნიშნავს.